x
image
მანჩო 777
ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა ჩიკაგოში

image
დღეს შუადღით ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს ჩიკაგოს რაიონში( ამერიკის შეერთებული შტატები). ჰოსპიტალიზირებულია დაახლოებით 50 ადამიანი. მიუხედავად კატასტროფის სიმძიმისა, არცერთ მგზავრს არ აქვს სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ერთ-ერთ მატარებელს ჩამოშორებული აქვს რამოდენიმე ვაგონი, რომელიც ინციდენტის ადგილიდან გაუჩინარებულია. არის ვერსია ამ მატარებლის გატაცების შესახებ. ამ ვერსიას პოლიცია იმიტომ ახმოვანებს, რომ მატარებლები ერთ ხაზზე ვერანაირად ვერ აღმოჩნდებოდნენ მათი მოძრაობის გრაფიკის გათვალისწინებით. გარდა ამისა, შემადგენლობას, რომელსაც გატაცებულად თვლიან, ავარიის მომენტში არავინ არ მართავდა.

პოლიცია ავარიის ადგილს დანაშაულის ადგილად მიიჩნევს და ამ რაიონში რკინიგზაზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია. მიმდინარეობს გამოძიება.

image

0
38
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0