x
image
worldsport.ge
მოიესი: "მანჩესტერს" ჩემპიონთა ლიგას მოგება გაუჭირდება"

image"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა "ვესტ ბრომვიჩთან" წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ კლუბს მსოფლიო კლასის ფეხბურთელები არ ჰყავს და ჩემპიონთა ლიგის მოგება გაუჭირდება.
"ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად კლუბს 5 ან 6 მსოფლიო კლასის ფეხბურთელი უნდა ჰყავდეს. "ბაიერნს", "რეალს" და "ბარსელონას" ტურნირის მოგება შეუძლიათ, რადგან მათ შემადგენლობაში საკმარისზე მეტი ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. უმთავრესი ტურნირის მოსაგებად ძლიერი ფეხბურთელები არ გვყავს", - ამბობს მოიესი.
შეგახსენებთ, რომ "წითელმა ეშმაკებმა" ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი "ლევერკუზენს" 4:2 მოუგო. მანჩესტერელები მომდევნო შეხვედრას დონეცკში "შახტარის" წინააღმდეგ ჩაატარებენ. ამ ორი გუნდის დაპირისპირება ევროთასების ისტორიაში პირველად შედგება.


გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0