x
image
worldsport.ge
კანკავას მოგება, ილურიძის ფრე, დვალიშვილის უქმობა

imageუკრაინაში "დნიპრომ" კვლავ მოიგო, ამჯერად 2:0 სძლია "ჩერნომორეცს" და მეორე ადგილზე დარჩა. ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა: ისევე, როგორც ამ სეზონის სხვა მატჩებში, დიდი სამუშაო გასწია. რაც შეეხება სანდრო კობახიძეს, ის განაცხადში ვერ მოხვდა.
ხორვატიაში "რიეკა"-"ჰაიდუკი" 1:1 დასრულდა. გიორგი ილურიძე სასტარტოში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. მეორე ნახევრის დასაწყისში, ქართველი ნახევარმცველის წინააღმდეგ უხეშობისთვის პენალტის დადება შეიძლებოდა, თუმცა მსაჯმა ეს საჭიროდ არ მიიჩნია. ერთხელ კი, "რიეკას" მეკარემ აიღო გიორგის მიერ შორიდან სახიფათოდ დარტყმული. "ჰაიდუკი" ლიდერია 23 ქულით, თუმცა ამდენივე აქვს კიდევ 3 გუნდს და მათ შორის, ზაგრების "დინამოსაც", რომელსაც ერთი მატჩი მარაგში აქვს.
პოლონეთში "ლეგიამ" "შლიონსკს" შინ 2:1 მოუგო. ლადო დვალიშვილმა მატჩს ტრიბუნიდან უყურა – ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს და მწვრთნელმა დაასვენა.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0