x
image
worldsport.ge
მოურინიო თასს ახალგაზრდებს უთმობს

image“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში, “არსენალის” წინააღმდეგ სათადარიგო შემადგენლობის დაყენებას გეგმავს.
“ამ შეხვედრაზე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, ახალგაზრდა ფეხბურთელებს მივცე სათამაშო დრო. ისეთი გადატვირთული კალენდარი გვაქვს, სხვა გამოსავალი არ მრჩება. “არსენალთან” დაპირისპირებამდე ორი დღით ადრე, “მანჩესტერ სიტისთან” უნდა ვითამაშოთ ჩემპიონატის მატჩი. იძულებითი ნაბიჯის გადადგმა მიწევს და რა გასაკვირია, რომ პრემიერლიგასა და თასს შორის არჩევანი, პირველზე გავაკეთე. მაინტერესებს, ამ კალენდრის შემდგენები რას ფიქრობენ”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს ერთ-ერთი ბრიტანული სპორტული გამოცემა.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0