x
image
მანჩო 777
სტიუარდესას მოჩვენებამ მგზავრები დაღუპვას გადაარჩინა


image

ეს შემთხვევა ამ ცოტა ხნის წინათ მოხდა ჩინეთში : სამგზავრო თვითმფრინავი ასრულებდა რეისს გუანჩჟოუს მიმართულებით. თვითმფრინავს მოუხდა საავარიო დაშვება განეხორციელებინა ბანგკოკში.მგზავრებს დახმარება აღმოუჩინა ბორტზე მყოფმა უცნობმა გოგონამ, რომელიც ეროვნულ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი. ექსტრასენსების აზრით, ეს იყო სტიუარდესას მოჩვენება, რომელიც ზუსტად 15 წლის წინ დაიღუპა ამავე რეისის დროს.

რადგან თვითმფრინავს ჰქონდა შასების პრობლემა, მას მოუხდა საავარიო დაშვება განეხორციელებინა ბანგკოკში, მაგრამ სიჩქარე ვერ შეანელა და ამიტომაც ასაფრენი ზოლის გარეთ აღმოჩნდა. 13-მა მგზავრმა ტრამვა მიიღო. დაშვების დროს სალონში საშინელი პანიკა ატყდა, მაგრამ სწორედ ამ დროს გამოჩნდა ეს უცნობი გოგონა. ის ბორტგამცილებელი ვერ იქნებოდა, რადგან ყველანი ჩაცმული იყვნენ სათანადო ფორმაში, ხოლო ამ უცნობ გოგონას ეროვნული ტანსაცმელი ეცვა. გოგონამ მგზავრების ამშვიდებდა და ეხმარებოდა.

სანამ მაშველები მგზავრებს ეხმარებოდნენ თვითმფრინავის დატოვებაში, ეს გოგონა სადღაც გაქრა. მაგრამ მისი გამოსახულება დარჩა თვითმფრინავის ვიდეოჩანაწერებში. ამ შემთხვევით დაინტერესდნენ ექსტრასენსები, რომლებმაც გამოარკვიეს, რომ იდუმალი უცნობი ქალი იყო სტიუარდესა ზუსტად ამავე კომპანიის ლაინერზე და დაიღუპა ავიაკატასტროფის დროს 1998 წელს.image

0
124
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0