x
image
worldsport.ge
ბერძნულ-რომაულ დღეებს ფუტკარაძე გახსნის

imageბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, დღეიდან კვირის ჩათვლით,
ხალიჩა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ. დღეს მედლები
ერთადერთ წონით კატეგორიაში – 55 კილოგრამში გათამაშდება და საქართველოს
ნაკრების წევრთაგან, საქმეში ბაჩანა ფუტკარაძე ჩაერთვება.
ოთარ ტატიშვილის გაწვრთნილი გუნდის უმსუბუქესი წევრი, შეჯიბრებაში მეორე
წრიდან ჩაერთვება, ეგვიპტელ ჰაითემ აჰმედ ფაჰმი მაჰმუდთან შეხვედრით. თუ
დაამარცხებს, მერვედფინალში, პოლონელი დავიდ ერსეტიჩისა და ყაზახი
ნურსულთან ხალმურზაევის წყვილიდან გასულს დაუპირისპირდება. მეოთხედფინალში
გასვლის შემთხვევაში კი, გაცილებით ძლიერ მეტოქესთან მოუწევს დაჭიდება.
სავარაუდო მოწინააღმდეგეთა შორის არიან ევროპის მოქმედი ჩემპიონი და
მსოფლიოს პრიზიორი, ბელარუსის ნაკრების წევრი ელბეკ ტაჟიევი და ევროპის
2-გზის ჩემპიონი (2006, 2011), მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი, სომეხი
რომან ამოიანი.
სატურნირო ბადეში ქართველის საპირისპირო მხარეს მოხვდნენ რუსი, აზერბაიჯანელი, ირანელი, თურქი, ბულგარელი და უნგრელი მოჭიდავეები.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები, თბილისის დროით 15 საათიდან დაიწყება.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0