x
image
K.P.
LED ZEPPELIN (ბევრი საინტერესო და უცნობი ფაქტი)

imageled zeppelin დაარსების ისტორიიდან მსოფლიოს ერთ-ერთი პოპულარული ჯგუფია. ის დაარსდა 1968 წლის სექტემბერში.

წარმოშობის ადგილი- ინგლისი, ლონდონი.

ჟანრები-მძიმე როკი, მსუბუქი მეტალი, ბლუზ-როკი, ფოლკ როკი.

წევრები-რობერტ პლანტი, ჯიმი პეიჯი, ჯონ პოლ ჯონსი, ჯონ ბონემი


ჯგუფის პირველი ალბომი გამოვიდა 1969 წლის 12 იანვარს. 1975 წლისათვის გაყიდული ასლების რაოდენობა 7000000-ს გადაცდა.

მაგრამ პირველი წლები დაჩრდილა (1971-1975) წლების პოპულარობამ. ამ პერიოდში გამოიცა მათი საუკეთესო ალბომები, მათ მუსიკაში გამოჩნდა ფერადი ტონები. ჯგუფი ასევე ცნობილი გახდა არა მარტო მუსიკით, არამედ სცენის მიღმა შეშლილი ცხოვრებით. მათ ყავდათ საკუთარი თვითმფრინავი, სახელად the starship. ჟურნალისტები ხშირად წერდნენ მათი სასტუმროში ცხოვრების ფაქტებს. ისინი ამტვრევდნენ ავეჯს და ფანჯრიდან ყრიდნენ. უფრო მეტიც, ერთ- ერთ სასტუმროში ისინი მოტოციკლებით დარბოდნენ.image

1976 წელს ლედ ზეპელინი ყველაზე ცნობილი ჯგუფი იყო. მათი პოპულარობა პიკს აღწევდა, ალბომების გაყიდვების რაოდენობით rolling stones- საც კი აჯობეს. მიუხედავად ამისა 1977 წლიდან დაიწყო ჯგუფში უარყოფითი მოვლენები- გარდაიცვალა რობერტ პლანტის შვილი, ჯიმი პეიჯი ჰეროინს ეტანებოდა, ხოლო 1980 წელს, ჯონ ბონემის დაღუპვამ ყველაფერს წერტილი დაუსვა. მისი სიკვდილი გამოიწვია გადამეტებულმა ალკოჰოლმა. მან რესტორანში 16 ოთხას მილილიტრიანი ჭიქა არაყი დალია რის შემდეგაც კვლავ გააგრძელა ქეიფი.ის შუაღამისას მთვრალი დააწვინეს საწოლში და დილით გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ღებინების შედეგად შექმნილი ასფიქსია. 1980 წლის 10 ოქტომბერს მის სხეულს ჩაუტარდა კრემაცია.image

ჯგუფძე გადაიღეს ფილმიც, მაგრამ მიუხედავად ზეპელინების დიდი წარმატებისა, კრიტიკოსებმა და ფანებმა ეს ფილმი ცივად მიიღეს. ჯგუფში მომხდარი ტრაგედიების შემდეგ, ბევრმა მსმენელმა დაივიწყა ის. ამის შემდეგ ზეპელინები დაიშალა.

ჯგუფის დარჩენილი სამი წევრი კვლავ ეიკრიბა 1985 წლის 13 ივლისს და გამოვიდნენ საქველმოქმედო კონცერტზე. ამის შემდეგ მათი შეკრება მოხდა 1988 წელს. შემდეგ 90-95 წლებში. და თითქმის ყოველ წელს მართავდნენ კონცერტებს. მათ კვლავ აღიდგინეს ძველი პოპულარობა და დღესაც უამრავი მსმენელი ჰყავს.image

2005 წელს ჯგუფმა მიიღო გრემის სპეციალური ჯილდო. ხოლო steirway to heawen დაასახელეს ყველა დროის საუკეთესო როკ სოლოების სიაში.

2006 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა ბრიტანული მუსიკის დიდების დარბაზში. ამავე წლის 13 ნოემბერს led zeppelin-ის ყველა ნამუშევარი გამოქვეყნდა iTune-ს მეშვეობით.

ჯგუფი დღესაც მოღვაწეობს, ისინი საკმაოდ მოხუცები და ამასთანავე პოპულარულები არიან.imageimageimageimage

0
88
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0