x
image
K.P.
"ადამიანი მზეზე დაეშვა"-იუწყება ჩრდილოეთ კორეა

image
ჩრდილოეთ კორეაში დღის ახალმა ამბებმა სასიამოვნო სიახლე გვამცნო. როგორც ირკვევა, ის პირველი ქვეყანაა, რომელმაც შეძლო და ადამიანი მზეზე დაუშვა/დასვა. სპეციალურად შექმნილი ხომალდით ასტრონავტი ჰუნგ ილ გონგი მზეზე გუშინ დილით, დაახლოებით 3 საათზე დაეშვა. როგორც ირკვევა, ასტრონავტს დასახულ მოზნამდე მისაღწევად სულ რაღაც 4 საათი დასჭირდა. "ძალიან ბედნიერები ვართ გაცნობოთ, რომ წარმატებული მისიის წყალობით, ადამიანი მზეზე დაეშვა. ჩრდილოეთ კორეამ ამ კუთხით სხვა ყველა ქვეყანას აჯობა. ჰუნგ ილ გონგი ნამდვილი გმირია და იმსახურებს გმირულ დახვედრას, როცა ის საღამოს სახლში დაბრუნდება. სპეციალურად ამ მისიისთვის გაწვრთნილი 17 წლის ასტრონავტი დედამიწაზე 9 საათისთვის დაბრუნდება და მის ბიძას, ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდება. როგორც ცნობილია, "სივრცის მკვლევარი" შუაღამით გაფრინდა, რათა მზის გამოსხივება აერიდებინა. მზეზე ყოფნისას მან ნიმუშები შეაგროვა და გადაწყვიტა, ლიდერისთვის საჩუქრად წამოეღო. ამ მისიას უკვე უწოდეს ჩვენი დროის ყველაზე დიდი მიღწევა"-განაცხადა ტელეწამყვანმა.

4
999
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
999
  
2016, 14 მარტი, 18:24
სასაცილოა, თურმე მზეზე ღამდება
2016, 23 თებერვალი, 0:05
70 წელი ,,კორეელები,, არ ვიყავით?))))
2016, 1 თებერვალი, 0:10
ყველა მთავრობა ერთნაირი მატყუარაა. საქართველოში ლარი ისეთი მყარია დოლარი ეხვეწება მთლად ნუ გამაფარჩაკეო. კორეელი მზეზე დაჯდა და ა.შ.
2016, 31 იანვარი, 15:41
ძალიან სასაცილოა. კორეაში შეიძლება ღამე იყო, მაგრამ მზეზეც ღამე იყო?
0 1 4