x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რატატუი-უგემრიელესი ბოსტნეულის კერძი.
image

წამოგიდგენთ ფრანგულ ბოსტნეულის სალათს, რომელიც ძალიან მარტივად მოსამზადებელია და ძალიან გემრიელია.

სალათის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია:2 ცალი საშუალო ზომის ბადრიჯანი, 2-3 ცალი ყაბაყი, 1კგ.პომიდორი, 2 ცალი ბულგარული წიწაკა, 2 თავი საშუალო ზომის ხახვი, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი( ან მცენარეული ზეთი) 3 კბილი ნიორი, ოხრახუში შავი დაფქული წიწაკა და მარილი გემოვნებით.

ბულგარული წიწაკა შევდოთ ღუმელში და გავაჩეროთ 180 გრადუსზე 30 წუთი.


image


ბადრიჯანი დავჭრათ მოვაყაროთ მარილი გავაჩეროთ. შემდეგ გავრეცხოთ კარგად და გავაშროთ ქაღალდის სალფეთქზე.

image

image

ყაბაყი დავჭრათ .

700 გრამი პომიდორი დავჭრათ.

image



ტაფაზე ცოტა მცენერეული ზეთი დავასხათ და წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ.

დარჩენილ პომიდორს კანი გავაცალოთ დავჭრათ და მოვშუშოთ ხახვთან ერთად.

დავამატოთ შემწვარი ბულგარული კანგაცლილი.

5-7 წუთი მოვშუშოთ და მერე ყველაფერი ეს დავაბლენდეროთ.

image


ღრმაძირიან ჟარონაზე დავასხათ მომზადებული მასა.

ამ სოუსში მოვათავსოთ დაჭრილი პომიდორი ბადრიჯანი და ყაბაყი.

image


ცალკე დავნაყოთ ნიორი მწვანილთან ერთად და ცოტა ზეთი დავამატოთ და მოვასხათ ტაფაზე გამზადებულ მასას. მივცემთ მარილს და წიწაკას გემოვნებით.

უკეთესია თუ თავზე დავაფარებთ ფოლგას და ვაცხობთ 20 წუთი შემდეგ ფოლგას მოვაძრობთ და ისე ვაცხობთ 15 წუთი. გამოვიღებთ აირღუმელიდან და გემრიელად მივირთმევთ.

0
953
7-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
953
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0