x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
გენიალური მუსიკოსის საინტერესო გამონათქვამები

image- მისი სრული სახელი და გვარია, ჯეიმს დუგლას მორისონი. დაიბადა 1943 წლის 8 დეკემბერს. ჰქონდა მეტსახელები, მათ შორის - The Lizard King, Erotic Politician, American Poet.
- ჯიმმა დაამთავრა კინოხელოვნების ფაკულტეტი, მისი საყვარელი მომღერალი ფრენკ სინატრა იყო.
- ცოტა რამ არის ცნობილი მის ბავშვობაზე. ერთ-ერთი უტყუარი ფაქტი ის არის, რომ ლექსების წერა ღრმა ბავშვობაში დაიწყო. სკოლაში სიარულისას ლექსების ბლოკნოტი დაჰქონდა და როგორც კი მუზა მოუვიდოდა, იწერდა.
- სიმღერის შესრულების დროს ხშირად იმუხლებოდა სცენაზე და ჯდებოდა. სიმღერის ტექსტებს ისე ცვლიდა, რომ ხშირად ჯგუფის წევრებმაც არ იცოდნენ.
- ჯიმ მორისონის გამონათქვამები:
- თუ ჩემი პოეზია რაიმე ზეგავლენას მოახდენს ვინმეზე, ეს იქნება ყოველდღიურობიდან გაქცევა და ყოფითი გრძნობებიდან თავდახსნა.
- ისეთი ხალხი მომწონს, ვინც სხვებს არაკომფორტულ მდგომარეობაში აგდებს და აფორიაქებს.
- მეგობარი არის ადამიანი, ვინც გაძლევს დიდ თავისუფლებას, რომ იყო თვითმყოფადი.
- ყოველი დღე დინამიკური ისტორიაა.
- მომავალი მიუწვდომელია, აღსასრული კი ყოველთვის ახლოს არის.
- სიყვარული არის ადამიანთა შორის შეჩვევა, ადამიანებს ძირითადად უყვართ იმისთვის, რომ განსაზღვრონ, ვინ იქნება "ის" მის ცხოვრებაში. ამ გრძნობაში ლოგიკის გარეშე დებ შენს "პრეტენზიებს". პასუხს არ ელი. სიყვარული გვტკენს, მაგრამ მოგვწონს ეს ტკივილი და მას ვუფრთხილდებით. სიყვარული ვერ დაგიცავს ბედისწერისგან.
- ჩემს თავს უზარმაზარ ვარსკვლავად ვხედავ, მოკაშკაშე კომეტად. გარშემო ყველაფერი ჩერდება და თით იშვერენ - "შეხედეთ!", მე მიუწვდომელი ვარ, ვიცი რომ ჩემნაირს თვალს ვეღარ მოჰკრავენ... ვერც ვერასოდეს შეხვდებიან.
- ცხოვრება უცნაურია და ეს მე კარგად ვიცი.

0
202
5-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0