x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
8 საუკეთესო კაბის დიზაინი ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო საღამოზე გამოვლინდა, რომელიც ჩოგბურთელმა დიდ ბრიტანეთში მოაწყო
image7 ივლიის დამარცხების მიუხედავად მსოფლიოს ერთ - ერთი საუკეთესო "ჩოგანი" ნოვაკ ჯოკოვიჩი სულით არ დაეცა და გრანდიოზული საქველმოქმედო საღამო ლონდონის ცენტრში მოაწყო, სადაც უამრავი ცნობადი სახე ჰყავდა მოწვეული და ყველას თავისი ჩვეული მხიარული განწყობით იღებდა.ამ ღირსეულ ვახშამს ამშვენებდნენ: ჰერცოგინია სარა ფერგიუსონი თავის ქალიშვილებთან - ევგენიასა და ბიატრისთან ერთად, ცნობილი მილიარდელი რიჩარდ ბრენსონი, მსახიობი ჟერარდ ბატლერი, მოდელი ნაომი ქემბელი, მსახიობი ქეით ჰატსონი და კიდევ უამრავი სტუმარი.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ინტერვიუში განაცხადა: - " ეს ჩემი პირველი საქველმოქმედო ღონისძიებაა დიდ ბრიტანეთში. ჩემი ფონდი ეხმარება გაჭირვებულ ბავშვებს არა მარტო სერბეთში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.ვიმედოვნებ, რომ ჩემი მეგობრების დახმარებით შევძლებთ გავულამაზოთ ცხოვრება მილიონობით ბავშვს, ვინც კი დახმარებას საჭიროებს."

ღონისძიების დიასახლისი გახლდათ ჯოკოვიჩის 27 წლის შეყვარებული, მანეკენი ელენა რისტიჩი, რომელიც საღამოზე არაჩვეულებრივ გრძელ, თეთრ ზოლებიან კაბაში იყო გამოწყობილი და მომხიბლავად გამოიყურებოდა.imageსაქველმოქმედო საღამო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, რომელსაც სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა, მაგრამ მოწვეული სტუმრების ჩაცმულობამ ყვითელი პრესა ააჭრელა და რამდენიმე საუკეთესო კაბის დიზაინზეც იქნა ყურადღება გამახვილებული.ნაომი ქემბელის ჩაცმულობამ აღაფრთოვანა ირგვლივ ყველა. 43 წლის მოდელმა არჩევანი გრძელ, მრავაიარუსიან შავ კაბაზე შეაჩimageერა, რომელმაც მის ფიგურას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა.

image




















imageმსახიობმა ქეით ჰატსონმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია განსაკუთრებული იყოს, რომელიც საღამოზე ჩოგბურთელთან ერთად მოვიდა და მას მხარს უმშვენებდა 67 წლის დედა, მსახიობი გოლდი ჰოუენი, რომლის ჩაცმულობამ შთამბეჭდავი კვალი დატოვა.imageimage




















საპატიო სტუმრებს შორის გამოირჩეოდნენ ჰერცოგინია სარა ფერგიუსონი თავის ქალიშვილებთან ერთად, რომელთა კაბები ძირითადად მუქ ფერებში იყო გადაწყვეტილი, თუ არ ჩავთვლით უმნიშვნელო რამდენიმე დეტალს.imageimage




















მოწვეულ სტუმრებს შორის გახლდათ მილიარდელი რიჩარდ ბრენსონის ქალიშვილი მომხიბლავი ჰოლი ბრენსონი, რომელიც ვახშამზე თავისი გემოვნებიანი ჩაცმულობით გამოირჩეოდა.მას მწვანე, გრძელი კაბა ეცვა, რომლის ზედა მხარე ოქროსფერი ფირფიტებით იყო შემკობილი და სამოსს კიდევ უფრო ორიგინალურს ხდიდა.imageimage
საინტერესო იყო საქველმოქმედო საღამო, რომელმაც მრავალფუნქციური დატვირთვა შეიძინა და საუკეთესო კაბების რამდენიმე ვარიანტიც კი შესთავაზა საზოგადოებას.

3
309
11-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
309
  
2013, 14 სექტემბერი, 10:21
სტატია როგორ ყოველთვის კარგია
2013, 14 სექტემბერი, 10:09
სიყტვასიტყვით ნათარგმნია ვიკა
2013, 14 სექტემბერი, 10:07
მხოლოდ გრძელი მწვანე კაბის და ნაომის კაბას გამოვყოფ დანარჩენი ჩემთვის ფულის და უგემოვნობის თანხვედრაა:) კრიტიკოსები კი მლიქვნელები:)
0 1 3