x
image
ხიზანიშვილი
შემოდგომის ხილი თქვენი სილამაზისთვის

image- შემოდგომა გულუხვი სეზონია.
წლის ეს დრო იმისთვისაა, რომ ცხელი ზაფხულის შემდეგ კანი წესრიგში მოიყვანოთ. პირველ რიგში, აუცილებელია სიმშრალისა და პიგმენტაციის გაქრობა; მეორე - კანის გაახალგაზრდავება; მესამე - მისი ზამთრისთვის მომზადება. სეზონური ხილის, კენკრის სიუხვე ეხმარება, ყველაფერი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გააკეთოთ.
- ყურძენი ნებისმიერი ტიპის კანს მშვენივრად ატონიზირებს და აახალგაზრდავებს. ნიღბების მოსამზადებლად საჭიროა მხოლოდ მისი რბილობი და კვერცხის ათქვეფილი ცილა.
- ვაშლი სახის ფერს აუმჯობესებს და კანს კვებავს. მისი ნიღბები გამოიყენება როგორც მშრალი, ასევე ცხიმიანი კანისთვის. პირველ შემთხვევაში გამოდგება ტკბილი ჯიშის, მეორეში კი, უმჯობესია მჟავე.
- მსხალი არამხოლოდ კანს ასუფთავებს, ამავდროულად ჭიმავს. მსხლის წვენი გამოიყენება ნებისმიერი ტიპის კანის მოსავლელად. მსხლის ნიღბები და ლოსიონები სახის კანს გლუვსა და ელასტიკურს ხდის, ფორებს ავიწროვებს.
- ძახველი კანს ვიტამინებით ამდიდრებს და მის გარეგან შესახედაობას აუმჯობესებს. გამოიყენება როგორც ქორფა, ასევე გაყინული (ყველა თავის სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს).
- ქაცვი უნივერსალური საშუალებაა ნებისმიერი ტიპის კანისთვის. ცხიმიანს ამშვიდებს, ფორებს ავიწროვებს, მშრალს კვებავს და ატენიანებს, მომჩვარულ კანს მიკროელემენტებით ამდიდრებს.
- ცირცელი (ჭნავი) ფორებს ჭიმავს, ატონიზირებს, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს ასტიმულირებს, აახალგაზრდავებს, კანს ჭიმავს და ამშვიდებს. ბაქტერიების მკვლელი და ჭრილობის შემახორცებელი ზემოქმედება აქვს, ანთებასა და გაღიზიანებას ხსნის.

2
155
6-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
155
  
2013, 12 სექტემბერი, 17:22
მცენარეა ასეთი :) გოოგლე ნახე:)
2013, 12 სექტემბერი, 16:11
ძახველი რა არის?:) კარგი სტატიაა!!!
0 1 2