x
image
თამარი555
ადამიანების ქცევის შესახებ

image

ბოლო სამი წლის მანძილზე ფსიქოლოგებმა, სოციოლოგებმა და ნეიროფიზიოლოგებმა ბევრი ახალი მონაცემები მიიღეს ადამიანების ქცევის შესახებ. ზოგჯერ გამოკვლევების შედეგები არ გვაკვირვებს, მაგრამ ის ახლა ექსპერიმენტალურადაც არის დამტკიცებული. ამ ექსპერიმენტების ტენდენციები კი ღირს რომ ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ.


მორალი

1. ადამიანები როგორც წესი ამორალურ საქციელს მაშინ ჩაიდენენ ან შეასრულებენ ვინმეს თხოვნას დახმარების შესახებ, თუ ამისათვის არ არ იქნება საჭირო დამატებითი ძალისხმევა და არ მოუხდებათ უარის თქმა ადამიანზე პირდაპირ.
2. ადამიანების უმრავლესობა იქცევა ისე როგორც ეს “მიღებულია", თუ მათ უნდათ მიიღონ მორალური გადაწყვეტილება ვიღაცის დასანახად. პირდაპირ თხოვნას დახმარებაზე, მსხვერპლის გაღებაზე ან ხელმოწერების შეგროვებაზე ისინი იშვიათად ამბობენ უარს.
3. ნახევარ შემთხვევებში ადამიანები იტყუებიან, რომ მიიღონ რაიმე რესურსი-ვიღაცისგან მატერიალური, ყურადღება, პატივისცემა ან უფრო მაღალი სტატუსი.
4.ტყუილი დიდ მენტალურ ძალისხმევას მოითხოვს. ადამიანს ერთდროულად უხდება გონებაში ტყუილის დამახსოვრება რომ თქვას იგი, და სიმართლის-რომ ის დაფაროს. შედეგად ის უბრალო წინადადებებს ამბობს და ცუდად უმკლავდება წარმოსახვით ამოცანებს.
5. როდესაც ადამიანებს აკვირდებიან ისინი უკეთესად იქცევიან. დაკვირვების ილუზიაც კარგად მუშაობს.
6. ქცევა მოქმედებს მორალზე. ადამიანებმა რომლებმაც იცრუეს ან მოატყუეს ვინმე, და სხვა ამორალური საქციელი ჩაიდინეს ამის შემდეგ სხვანაირად აფასებენ რა არის კარგი და ცუდი.
7. სურვილი იმისა რომ მორალურად გამოიყურებოდნენ, ხშირად ამორალურ ქცევამდე მიჰყავს ისინი. უფრო მეტად კი დახვეწილი მეთოდებით ამართლებენ საკუთარ ამორალურ საქციელს.




ადამიანების აღქმა



8. უცნობი ადამიანის პიროვნული მახასიათებლები მისი ფოტოგრაფიით შეიძლება განისაზღვროს. განსაკუთრებით თუ ადამიანი ბუნებრივ პოზაში და გარემოებებშია აღბეჭდილი.
9. როგორც წესი ადამიანები უფრო გარეგნობას ენდობიან, ვიდრე გულწრფელობას. პროფესიონალებიც კი მატყუარა ადამიანებს პატიოსნად თვლიან დახვეწილი მანერებით 86% შემთხვევაში.
10. გარეგნობა თამაშობს დიდ როლს პოლიტიკოსების არჩევასა და ხმის მიცემაშიც. ამომრჩევლები დასკვნებს აკეთებენ პოლიტიკოსების სახის გამომეტყველებასა და ფიზიკურ მიმზიდველობაში.
11. უფრო წარმატებულ და მდიდარ ადამიანებს უფრო ბრძენად და ჭკვიანებად თვლიან. ადამიანები რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს და ისინი ვინც დაიტანჯნენ, ეს დაიმსახურეს ორივე შემთხვევაში.




სხვებთან ურთიერთობა

12. ის ადამიანები ცდილობენ დაამცირონ სხვები, რომლებიც არ არიან დარწმუნებული საკუთარ თავში. მაგალითად რომლებსაც უთხრეს რომ ცუდად გაიარეს ტესტი, ვიდრე ისინი ვისაც უთხრეს მაღალი შედეგების შესახებ.
13.არ არის გამორიცხული რომ სხვა ადამიანების დახმარება დაკავშირებული იყოს პირადი ინტერესებით. სწავლულები ამას “არაპირდაპირ ურთიერთობას" უწოდებენ. ადამიანები ეხმარებიან იმას ვინც თვითონ ითვლება “კარგ" ადამიანად, რომლებიც სხვას ეხმარება. ამიტომ კარგი ადამიანის რეპუტაცია-პირობაა მომავალი მხარდაჭერისათვის.
14. ბედნიერი არა ისაა ვისაც ბევრი ფული აქვს, არამედ ის ვისაც უფრო მეტი აქვს, ვიდრე მეზობელს. ნაწილობრივ ამაზეა დაფუძნებული უკმაყოფილება დიდი ფულით. ადამიანები ხშირად ადარებენ თავს მეზობლებს. გამდიდრებისას ისინი იწყებენ სხვა წრეში ტრიალს, სადაც ხალხს უფრო მეტი ფული აქვს და ამაღლება გარშემომყოფების თვალში არც ისე ადვილია.
15. ბავშვები მაღალი ინტელექტით უფრო ლიბერალურები არიან, ფართო შეხედულებებით ცხოვრებაზე. უფრო მომთმენნი ნებისმიერი ადამიანური გამოვლინების.
16. მოწყენილობას კარგი მხარეც გააჩნია. სევდიანი ხალხი არც ისე იშვიათად ეძებს შესაძლებლობას კეთილი საქმეების კეთების. რამდენადაც მათ გართობა მოსწყინდათ და აზრს ვერ ხედავენ ასეთ ცხოვრებაში.
17. რამდენადაც ძნელია გადაწყვეტილების მიღება, იმდენად ადამიანები ეგუებიან დატოვონ ყველაფერი ისე როგორც არის.

0
76
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0