x
image
თამარი555
12 რჩევა ტვინის სტიმულიაციისთვის



image


1. ახალი გარემო.


მიდით იქ, სადაც ადრე არასოდეს ყოფილხართ. ან სადაც ძალიან იშვიათად მიდიხართ. ეს შეიძლება იყოს ახალი პარკი ან საიუველირო მაღაზია მეზობელ რაიონში.


2. ახალი სურნელი.



იყიდეთ ახალი ეთერზეთოვანი ფლაკონები ან ნებისმიერი არომატიზირებული ნივთები. ყოველ დილით გაღვიძებისთანავე შეისუნთქეთ ახალი სურნელი–ეს გამოიწვევს ტვინის “გაღვიძებას."


3. დახუჭული თვალები.


საღამოს არ ჩართოთ სინათლე ბინაში. იარეთ ოთახებში მეხსიერების მიხედვით. ეს სავარჯიშო აამაღლებს ყურადღებასა და კონცენტრაციას. ასევე შეიძლება დახუჭული თვალებით მივიღოთ შხაპი. თითქოს ვერაფერს ვერ ხედავთ. მკვეთრად გაააქტიურეთ გრძნობათა სხვა ორგანოები.


4. მოქმედი ხელის შეცვლა.


გაიხეხეთ კბილები იმ ხელით რომლითაც არ იხეხავთ. თუ მარჯვენას იყენებთ მარცხენით. თუ ცაცია ხართ მარჯვენით.


5. ახალი გარდერობი.


ატარეთ სხვა ნივთები. მეცნიერები ამბობენ რომ ტანსაცმელზე დამოკიდებულებით ადამიანს ეცვლება არა მარტო შეგრძნებები, არამედ აზროვნების სტილიც.


6. ახალი გზა.


წადით სამსახურში(მაღაზიაში) უცნობი გზით. თუნდაც ეს გზა უფრო შორი იყოს. ეს არამარტო დადებითად იმოქმედებს ტვინის მუშაობაზე, არამედ ეხმარება განწყობასაც.


7. თვითდაჯერებულობა.


იყავით დარწმუნებული საკუთარ თავში. მაშინაც როდესაც გთავაზობენ სამუშაოს რომელშიც არც ისე კარგად ერკვევით, დათანხმდით. ტვინი სწრაფად იწყებს აქტივიზაციას, როცა თქვენ კარგად არ იცით რა უნდა გააკეთოთ.



8. არასტანდარტული პასუხები.


უპასუხეთ სტანდარტულ კითხვებს არასტანდარტულად. კითხვასაც “როგორაა საქმე?" შეგიძლიათ ათობით სხვადასხვა ფრაზით უპასუხოთ. უარყავით სტერეოტიპები.


9. მონეტები.


ისწავლეთ მონეტების გარჩევა მხოლდ თითების შეხებით.ეს სავარჯიშო სასარგებლოა, როცა თქვენ რაიმეს ან ვინმეს ელოდებით. დრო უფრო სწრაფად გადის და ლოდინი ასეთი მძიმე აღარ იქნება.


10. ახალი ჟურნალები.


ამოარჩიეთ ისეთი გაზეთი და ჟურნალი, რომელსაც თქვენ ჩვეულებრივ არ აქცევთ ყურადღებას. მაგალითად: თუ თქვენ გიზიდავთ მოდების ჟურნალი აიღეთ ჟურნალი ეკონომიკის შესახებ. გიყვართ მოგზაურობა? მიაქციეთ ყურადრება ჟურნალს ცხოველების შესახებ. არ არის საჭირო გაგიტაცოთ რამე ახალმა. საკმარისია დრო და დრო შეცვალოთ წასაკითხი თემები.


11. ტელევიზორი ხმის გარეშე.


გამორთეთ ტელევიზორის ხმა. ეცადეთ გამოსახულების შეხედვისას განასახიეროთ და წარმოთქვათ მონოლოგი ან დიალოგი. თუ ამ სავარჯიშოს მეგობრებთან ერთად შეასრულებთ ძალიან კომიკური გამოვა.


12. იუმორი.



მოიგონეთ ახალი ხუმრობები და ანეგდოტები. ეს ძალიან სასარგებლოა ტვინისათვის. ის არამარტო აქტივიზაციას უკეთებს ტვინის მუშაობას, არამედ ანვითარებს კრეატიულად აზროვნების შესაძლებლობას.

3
371
12-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
371
  
2013, 9 სექტემბერი, 10:44
არაფრის
2013, 7 სექტემბერი, 13:33
გმადლობთ
2013, 22 აგვისტო, 13:04
კარგი რჩევებია... კარგი სტატიაა :)
0 1 3