x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რამ შეიძლება იმოქმედოს ჩვენს ჯანმრთელობაზე? 2
წინა სტატიში განვიხილეთ, რომ თურმე ბევრი რამ არსებობს ბუნებაში, რასაც პროდუქტად ვიყენებთ და გაუცნობიერებლად ვნებთ საკუთარ ჯანმრთელობას. გთავაზობთ ამ სტატიის გაგრძელებას და გამცნობთ მომდევნო ხუთ უარყოფით მამოქმედებელს, რისი გათვალისწინებაც მოგვცემს საშუალებას ამ ყველაფრის თავიდან აცილებისა.


image"პრესირებული ხის მასალა".


ფორმალდეგიდი- ნატურალური უფერო ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც გამოიყენება მრეწველობის სხვადსახვა დარგში- დაწყებული კოსმეტიკიდან, დამთავრებული კბილის პასტამდე და სხვა სრულიად ჩვეულებრივ ნივთებში. მისი ერთ-ერთი მთავარი გამოყენება ხდება პრესირებული ხისგან დამზადებულ ნაკეთობებში, ავეჯის დამზადებისას და სახლების გასაწყობად.

ფორმალდეგიდს იყენებენ მასალების დასაკავშირებლად, ასე რომ მისი ნახვა შეიძლება სხვადსახვა წებოებში, განსაკუთრებით კი მრეწველობაში ხშირად გამოყენებადში. თუმცა მეცნიერებს ჯერ კიდევ არ ჩაუტარებიათ საკმარისი გამოკვლევები ამ თემაზე. ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ ის არის კონცეროგენული და იწვევს ჯანმრთელობის მოკლევადიან პრობლემებს.



image
"ნაფტალინი".


ნაფტალინის ბურთები გამოიყენება მთელს მსოფლიოში, როგორც საშუალება ტანსაცმლის და სხვა ნივთების დასაცავად მავნებლებისგან, განსაკუთრებით კი ჩრჩილისგან. ისინი შეიცავს პესტიციდებს, რომლებმაც უნდა მოკლან მავნებლები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი ბურთების იგრედიენტები მავნეა ბავშვებისათვის და იგი აკრძალეს ზოგიერთ ქვეყანაში. ნაფტალინი ასევე შეიცავს ინსექტიციდებს, რომელთა შესუნთქვა და ორგანიზმში მოხვედრაც არ შეიძლება.


image "უცხიმო რძე".


ბევრი თვლის, რომ უცხიმო რძე არის ვიტამინების მირების საუკეთესო საშუალება და არა მისი ცხიმი, მეცნიერები კი თვლიან, რომ უცხიმო რძე სარგებლობით ახლოსაც ვერ მივა ჩვეულებრივ რძესთან. ამის მიზეზი კი მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც რძეს აცლიან ცხიმს, მასთან ერთად იკარგება ვიტამინებიც და რძეში ხვდება სინთეთიკური ნივთიერებები, რომლებიც სასარგებლო ნამდვილად არაა. იმის გათვალისწინებით, რომ ცხიმები ამცირებენ ქოლესტერინის დონეს, აქედან გამომდინარე მცირდება ინფარქტის რისკი. ამიტომ უმჯობესია დალიოთ ჩვეულებრივი რძე.


image"ძუნძულით სირბილი".


ალბათ ეს იქნება საკამათო პუნქტი, ვინაიდან ბევრი თქვენგანი არ დაეთანხმება. ძუნძულით სირბილი სასარგებლოა, მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვის შედეგად, სხვა შემთხევაში კი ზალიან საზიანოა. თუ ადამიანი სწრაფად დარბის ან დარბის ზალიან დიდი დისტანციას ძუნძულით, ის ზრდის ართრიტის და სხვა პრობლემების განვითარების რისკს. ძუნძულით სიარულის ნამდვილი პრობლემა კი არის ის, რომ თქვენ დადიხართ ასფალტზე, რაც არის ბეტონის და თქვენი ორგანიზმი კი შეგუებული არ არის და ამიტომ კიდურებზე ცუდათ მოქმედებს. თუ თქვენ გაქვთ ზედმეტი წონა და მაინცდამაინც ამის გამო გსურთ ძუნძულით სიარული, რათა დაიკლოთ წონაში, მაშინ უმჯობესია უბრალოდ ბევრი იაროთ.


image
"კომპიუტერი".

აი სწორედ ეხლა, თქვენ ზიხართ კომპიუტერთან და კითხულობთ ამ პოსტს, ეს კი ძალიან საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. ჯგუფმა, რომელიც მუშაობდა გარემოს დაცვაზე, აღმოაჩინა, რომ კომპიუტერი და მონიტორი შეიცავს ტოქსიკურ მტვერს, რასაც შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული ნევროლოგიური დაზიანებები. უფრო მეტიც, გამოკვლევების თანახმად, კომპიუტერთნ დღეში სამ საათზე მეტ ხანს ჯდომა არ შეიძლება, ვინაიდან ეს პროცესი ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას სამი წლით. თუ კონკრეტულად ვილაპარაკებთ იმაზე, თუ როგორ ვზივართ და როგორ ვბეჭდავთ, ესეც ცუდათ აისახება თქვენს ხერხემალზე. მკვეთრი სინათლე მოქმედებს თვალებზე და კლავიატურაზე მუსაობამ შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. ხელების ტუნელის სინდრომი. ექიმები გვირცევენ, რომ ყოველი საათი-საათნახევრის შემდეგ წამოვწვეთ, გამოვრთად კომპიუტერი და დავასვენოთ თვალები და გონება.


გისურვებთ ჯანმრთელობას.

3
173
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
173
  
2013, 11 სექტემბერი, 14:46
რა თქმა უნდა, რასაც არა მიზანმიმართულად გამოვიყენებთ...
2013, 11 სექტემბერი, 14:36
ჩვენს ჯანმრთელობაზე ყველაფერმა შეიძლება იმოქმედოს
2013, 7 სექტემბერი, 13:19
ყოჩარი ხარ
0 1 3