x
image
თამარი555
დაუჯერებელი დამთხვევები მსოფლიოში

image


1992 წელს ფრანგი მხატვარი რენე შარბონო მერიის შეკვეთით ხატავდა ნახატს “ჟანა დარკი კოცონზე". მისი ნატურა იყო ახალგაზრდა სტუდენტი ჟანა ლენუა. მეორე დღეს, როდესაც უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში გამოფინეს ნახატი, ლაბორატორიაში აფეთქდა რეაქტივები. იქ მყოფმა ჟანამ ვერ მოახერხა შენობიდან გამოსვლა და ცოცხლად დაიწვა.

ფსიქოლოგი კლოდ არნო ოც წელზე მეტია შეისწავლის იდუმალ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს გარემოებებს შორის.



ერთხელ ცნობილი მსახიობი მარჩელო მასტროიანი მიწვეული იყო ერთ საღამოზე. შუა მხიარულების დროს მსახიობმა უცებ დაიწყო ძველი ყველასაგან დავიწყებული სიმღერის შესრულება. “დაიწვა ის სახლი, სადაც მე ასე ბედნიერი ვიყავი." მან ვერც კი მოასწრო ამ სიმღერის დასრულება და უცებ ტელეფონზე განუცხადეს რომ დაიწვა მისი ვილა მენ-ტონში.




ბარსელონას მცხოვრებლები, ძმები რამირესები, როდესაც მოპედით დისკოთეკიდან ბრუნდებოდნენ მათ ტაქსი დაეჯახათ და ჰოსპიტალში

გადაიყვანეს მძიმე ტრამვებით. როდესაც გამოწერეს ძმები ჰოსპიტალიდან ისინი მეგობრების სანახავად წავიდნენ. მონკადის ქუჩაზე გადასვლის დროს ისინი კვლავ იგივე ტაქსის ბორბლებქვეშ აღმოჩნდნენ, რომელსაც იგივე მძღოლი მართავდა.



იტალიელი ჯაკომო ფელიჩე, რომელიც პირდაპირი თარგმანით ნიშნავს “ბედნიერს" თავისი “ფერარით" ქუჩაში ასოცი კილომეტრ სიჩქარით მიექანებოდა. მან საწინააღმდეგო მიმართულების მხრიდან მანქანის განათებული ფარები შეამჩნია.. შეჯახება ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. ფელიჩე დამტვრეული მანქანიდან უვნებელი გამოვიდა. მეორე მანქანიდანაც ადვილად გადარჩა მძღოლი. ჯაკომომ ფართოდ გაახილა თვალები როცა გაიგო რომ მეორე მძღოლის სახელი და გვარიც ჯაკომო ფელიჩე იყო...



image

0
233
7-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0