x
image
თამარი555
მსოფლიოს 7 დიდი ფილოსოფოსი
აღსანიშნავია რომ, ფილოსოფია თავის ტრადიციული გაგებით მეცნიერებაა და ფილოსოფოსები როგორც არისტოტელე, თავის რაციონალიზმს ინფორმაციის მისაღებად და სამეცნიერო დასკვნების მისაღებად იყენებდა. ფილოსოფია სულ ახლახანს ცალკე მეცნიერებად ჩაითვალა.



1. ჯონ ლოკი.



image


ჯონ ლოკს ლიბერალიზმის მამას უწოდებენ, რადგან იგი ხელს უწყობდა ჰუმანიზმის პრინციპების განვითარებასა და ინდივიდუალური თავისუფლების იდეას. ამბობენ რომ ნამდვილი ლიბერალიზმი, თანაბარი უფლებების რწმენა კანონის წინაშე, ლოკიდან დაიწყო. სამი ბუნებრივი უფლება ქონება, თავისუფლება და სიცოცხლე იყო და დარჩა მის უცვლელ ღირებულებად. ნამდვილი დემოკრატიული იდეა ჯონ ლოკიდან იღებს სათავეს.



2. ეპიკურე.



image

ეპიკურემ არც ისე კარგი რეპუტაცია მიიღო, როგორც მასწავლებელმა, რომელიც აცხადებდა რომ ადამიანი უნდა მიეცეს თავის სურვილებს და დატკბეს ცხოვრებით. მას ხმამაღლა აკრიტიკებდნენ ქრისტიანულ წრეებში. იგი ათეისტად ითვლებოდა.



3. ავიცენა.


image


მისი სრული სახელია–აბუ ალი ჰუსეინ იბნ სინა. ის ცხოვრობდა ძვ. წ. 980-დან 1037წლამდე სპარსეთის იმპერიაში. გარდა ფილოსოფიისა იგი ფიზიკის დარგშიც მოღვაწეობდა. იგი მუშაობდა სამკურნალო საშუალებების შექმნასა და მედიცინის მეცნიერების სფეროში.



4. თომა აქვინელი.


image


თომა აქვინელი კაცობრიობის ისტორიაში ყოველთვის დარჩება ადამიანად, რომელმაც დაამტკიცა ღმერთის არსებობა და აცხადებდა რომ ყოფიერება შექმნილია უმაღლესი გონის მიერ, რომელსაც გააჩნია დასაწყისი და დასასრული. მის შემდეგ ფილოსოფოსები ცდილობდნენ ან მხარი დაეჭირათ და ან წინააღმდეგობა გაეწიათ ამ თეორიისათვის.



5. კონფუცი.


image


კონფუცი მხარს უჭერდა ერთდროულად პოლიტიკას და ეთიკის პრინციპებს. კონფუცი თავის ნაშრომებში წერდა, რომ საუკეთესო მმართველობა არის ის, რომელიც მართავს წესებითა და ჭეშმარიტი მორალით ხალხს და არა ქრთამის მეშვეობითა და იძულებით. ჩვენთვის ეს ნათელია, მაგრამ კონფუცი ამას წერდა ჩვ. წ. აღ-მდე 500-400 წლებში. მთავარი ხალხის მორალია, ეს არის დემოკრატიის პრინციპი, ამიტომ მართავს სახელმწიფოს ხალხი.


6. არისტოტელე.


image

არისტოტელე იყო პირველი მოაზროვნე, რომელმაც შექმნა ფილოსოფიის მსოფლიო სისტემა, რომელიც მოიცავდა კაცობრიობის სოციოლოგიის, ფილოსოფიის, პოლიტიკის, ლოგიკის, ფიზიკის განვითარების ყველა სფეროს. იგი ამბობდა რომ ყოფიერებას ოთხი საწყისი გააჩნია: მატერია, ფორმა, მოქმედი მიზეზი და მიზანი. არისტოტელე თავის ნააზრევს ყოველ საგანში გამოხატავდა: აბსტრაქტულსა და კონკრეტულში. თანამედროვე ფილოსოფია ყოველთვის ეფუძნება არისტოტელეს იდეებს, პრინციპებს და მის აღმოჩენებს.


7. პლატონი.


image


პლატონი ცხოვრობდა ჩვ. წ. აღ-მდე 428-348 წლებში. მან დააფუძნა ათენის პირველი აკადემია. მისი ყველაზე ცნობილი გამოთქმაა:“ სანამ ფილოსოფოსები არ გახდებიან მეფეები, ხოლო მეფეები არ დაიწყებენ ჭეშმარიტ და სწორ ფილოსოფიას, მანამდე არ იქნება შველა ბოროტებისაგან და ტანჯვისაგან ხსნა ადამიანთა მოდგმის". ის გულისხმობდა რომ სახელმწიფოს მმართველი ბრძენი უნდა ყოფილიყო.

0
4772
4-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
4772
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0