x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
ყურძნის მარინადი ტარხუნით
ყურძნის მარინადის მომზადება სახლის პირობებშიც საკმაოდ მარტივია:


ინგრედიენტები:

შაქარი - 1 სუფრის კოვზი


თაფლი - 1 სუფრის კოვზი

ღვინის ძმარი (თეთრი ღვინის) - 100 მლ.

ყურძენი (სასურველია თეთრი) - 115 გ.

ტარხუნა - რამდენიმე ფოთოლი


ყურძნის მარინადი ტარხუნით


მომზადება:

შევურიოთ შაქარი და თაფლი ძმარს, მანამ, სანამ სრულად არ გაიხსნება. ჩავალაგოთ დაუზიანებელი ყურძნის მარცვლები სუფთა მინის ჭურჭელში, სადაც ყურძნის მარცვლებთან ერთად ფენებად ტარხუნის ფოთლებს ჩავალაგებთ. ამის შემდეგ დავასხათ მიღებული ბლანტი სითხე.


შევინახოთ მშრალ, გრილ და ბნელ ადგილას მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში.


აღნიშნული ინგრედიენტების 2-ჯერ მეტი რაოდენობა საკმარისი იქნება 500 მლ-იანი მინის ჭურჭელის ასავსებად.






0
176
7-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0