x
image
ხიზანიშვილი
გამოიცანი შენი ხასიათი
image - ფსიქოლოგობი თვლიან, რომ იმის მიხედვით, თუ ფრჩხილის რა ფერის ლაქს ხმარობს გოგონა, მისი ხასიათის დადგენაც შეიძლება. თუ წითელ ლაქვს ისვამთ, პატივმოყვარე ხართ, თუ შავს - თავდაჯერებული. ცისფერი და ლურჯი მეოცნებეს ნიშნავს, კრემისფერი და უფერო კი - გაწონასწორებულსა და მშვიდს.

- თუმცა არანაირი ფსიქოლოგიური მოსაზრება ხელს არ გვიშლის იმაში, რომ გავეცნოთ მოდის ტენდენციებს და გავიგოთ, რა ფერის მანიკიურია მოდაში.

- ვინც ბუნებრივი ფერების ერთგულია, გაუმართლა. ჩვენებებზე მოდური დიზაინერების სტილისტებმა არჩევანი ნაზ, პასტელური ტონის ლაქზე შეაჩერეს. აქცენტი ძირითადად სამაჯურებზე იყო გადატანილი და ლაქის ფერიც სწორედ მას მიუსადაგეს, მაგრამ ნუ მოერიდებით მხიარულ ფერებსაც, რადგან ჯონ გალიანოს ჩვენებებში ვარდისფერი ლაქი საკმაოდ აქტუალური იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს ფანტაზიას ჩარჩოები არ უნდა დაუწესოთ.

- მოდური ტენდენციები კარგია, მაგრამ იხმარეთ ის ლაქი, რომელიც თქვენს სტილს უხდება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ღია ვარდისფერი, ცისფერი, თეთრი, წითელი ფერები.


- არ დაივიწყოთ "ფრენჩიც". მართალია, მის გაკეთებას დიდი დრო მიაქვს, მაგრამ საკმაოდ მოდურია.

- მოდაშია საშუალო სიგრძის ფრჩხილები. მყვირალა ფერები მხოლოდ მოკლე და საშუალო სიგრძის ფრჩხილებს უხდება. თუ გრძელი ფრჩხილის ერთგული რჩებით, მაშინ ღია, ნაზი ფერის ლაქით შემოიფარგლეთ.

1
49
6-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
49
  
2013, 2 სექტემბერი, 14:34
შავი და პასტელის ფერები ჩემი საყვარელი მანიკიურის ფერებია
0 1 1