x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508637
ინტერვიუ ნიკა ჯანჯღავასთან



image



გამარჯობა ნიკა, მადლობა რომ დაგვთანხმდი ინტერვიუზე.

-პირიქით მადლობა თქვენ !

-ნიკა, პირველი რამაც ჩვენ დაგვაინტერესა არის შენი


მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა რაც აშკარად აისახება

უნივერსიტეტში შენს წარმატებულობაზე, რისი თქმა

შეგიძლია ამასთან დაკავშირებით, როგორ შეძელი ეს?

-პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ადამიანისათვის შეუძლებელი

არაფერია, უბრალოდ მთავარია მონდომება არ დააკლო, რაც შეეხება ჩემს წარმატებულობას როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს მთელი რიგი ფაქტების

დამსახურებაა რაც ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში ტრაგიკულად

განვითარდა.იყო მომენტი როცა მე საკუთარი “მე'' დავკარგე და

აი მაშინ მივხვდი რომ სიტუაციის განსამუხტად მხოლოდ ასეთი

წარმატებულობა დამეხმარებოდა, მე ცდა არ დავაკელი და აი ფაქტიც

სახეზეა.

-ნიკა, შენ ასევე ხარ თვითმართველი კლუბის მმართველი, ამას პლიუს

ის თავდაუზოგავი შრომა რასაც სწავლა მოითხოვს, ნუთუ არ არის

დამღლელი ეს ყველაფერი შენთვის?

-იცით, არ ვიცი რა გითხრათ, იმდენად დაკავებული ვარ ამ

ყველაფრით რომ მაგ ნიუანსზე არც მიფიქრია (იცინის)

-ამჟამად რას საქმიანობ, რითი ხარ დაკავებული?

-ამჟამად, მთელი შემართებით ვემზადები სწავლის დაწყებისათვის.

ამას პლიუს ვიწყებთ მუშაობას გრანდიუზულ პროექტზე, რომელიც

იქნება მუსიკალური და მოიცავს სრულიად საქართველოს

უნივერსიტეტებს, სხვა დეტალებზე კი უკვე უშუალოდ პროექტზე

მუშაობისას გაგესაუბრებით.

-რადგან საუბარი ჩამოვარდა სიმღერაზე, არ შემიძლია კომპლიმენტის

სახით ჩემი დიდი სიმპატია არ გამოვთქვა თვენს მუსიკალურობაზე,

მე მოვისმინე თქვენს მიერ შესრულებული რამოდენიმე სიმღერა

და უბრალოდ დიდი შთაბეჭდილების ქვეშ მოვექეცი, ამაზე რაღას

გვეტყვით?

-ძალიან დიდი მადლობა კომპლიმენტისათვის.ნუ ამ ბოლო დროს

ბევრი გამოთქვამს თავის აზრს ჩემს მუსიკალურობასთან

დაკავშიებით და უმეტესი მათგანი დადებითად აფასებს მას,

რაც ესე ძალიან მიხარია.მაგრამ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო

რომ სიმღერა ჩემი ჰობია და არა პროფესია, მე პროფესიით

იურისტი გახლავართ.

-იცით ალბათ ძალიან ბევრს აინტერესებს თუკი რატომ არ ჩანხართ

არცერთ კონკურსში?

-მაშინ მოდით პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ, რომელიც ჩემი ოჯახის

წევრებმაც კი არ იციან, ერთ-ერთ კონკურსში გავედი და როგორც

შემატყობინეს გადავედი შიდა შესარჩები ტურის მეორე ეტაპზე,

ვნახოთ რა იქნება.

-ნიკა, თუკი ამ კონკურსს მოიგებ, ხომ არ გეგმავ სამომავლოდ

სიმღერის პროფესიად ქცევას?

-არა, არანაირად, ამის მრავალი მიზეზი არსებობს, პირველი და

უმთავრესი, საქართველოში ელემენტარული შოუბიზნესი არ არის

და უბრალოდ მომღერალმა შეუძლებელია მისი მისიკალური

ნიჭით ფული იშოვოს, რაც ასეთ დიდ საჭიროებას წარმოადგენს

ცხოვრებაში, ასე რომ მირჩევნია მქონდეს ჩემი საშემოსავლო პროფესია და

სიმღერა უბრალო ჰობად დავიტოვო.

-ძალიან დიდი მადლობა ნიკა რომ დაგვთანხმდი ინტერვიუზე

სასიამოვნო იყო თქვენთან თანამშრომლობა.







სტატია მოამზადა-ანა ფიცხელაურმა

0
15
2-ს მოსწონს
ავტორი:newletter
newletter
15