x
image
ხიზანიშვილი
ალესანდრა ამბროსიო - საინტერესო ფაქტები გრძელფეხება მოდელზე (+ბევრი ფოტო)
image- ალესანდრას იტალიურ-პოლონური ფესვები აქვს. ის 1981 წლის 11 აპრილს დაიბადა ბრაზილიაში; სიმაღლით 178 სმ-ია; 51 კგ.

- მოდელობის სურვილი პირველად 8 წლის ასაკში გამოთქვა. პირველი ნაბიჯი ამ პროფესიაში კი 12 წლისამ გადადგა.

- 15 წლის ალესანდრამ ნაციონალურ კონკურს "ელიტ მოდელ ლუქ"-ში გაიმარჯვა. ერთ-ერთი პირველი სერიოზული მიღწევა კი ჟურნალ "Elle"-ს ყდაზე გამოჩენა იყო.

- სულ მალე იგი გამოჩნდა "რევლონის", "როლექსის", "ჯორჯო არმანის", "კელვინ კლაინის", "როლფ როულენის" პროდუქციების რეკლამებში.


- 2004 წლიდან ალესანდრა ვიქტორია სიქრეტის სახეა. მოდელი ასევე საკუთარი საცურაო კოსტიუმების ხაზს უშვებს, რომელიც მისსავე სახელს ატარებს.

- 2008 წლის 24 აგვისტოს მას გოგონა შეეძინა, რომელსაც ანა დაარქვა. ბავშვის მამა კალიფორნიელი ბიზნესმენი ჯემი მაზურია.

- მოდელმა ერთადერთ ფილმში ითამაშა, ეს არის 2008 წელს გამოსული "კაზინო როიალი".

- მისი საუკეთესო მეგობარი ბრაზილიელი სუპერმოდელი, ანა ბაროზოა. ასევე მეგობრობს ჟიზელ ბიუნდჰენთან, ადრიანა ლიმასთან და მირანდა კერთან.

- ჟურნალმა "People" ალესანდრა 50 ულამაზეს ადამიანის სიაში შეიყვანა, ხოლო ჟურნალ "Maxim"-მა ყველაზე სექსუალურ 100 ქალს შორის მიუჩინა ადგილი.

- ალესანდრა ამბროსიო ერთერთი ყველაზე გრძელფეხება მოდელია მსოფლიოში.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage





















0
506
8-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
506
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0