x
image
ხიზანიშვილი
სასარგებლო რჩევები გოგონებს
image- გოგონები ყოველთვის დარწმუნებულები არიან, რომ საკუთარ სახეზე იდეალური მაკიაჟის გაკეთება შეუძლიათ. თუმცა ძალიან ხშირად უშვებენ შეცდომას, ჩვენი რჩევები კი დაგეხმარებათ, რომ თქვენი სახე იდეალურად თუ არა, ლამაზად მაინც გამოიყურებოდეს.

- არავითარ შემთხვევაში არ ამოიღოთ თმა რომელიც წარბს ზემოთ იზრდება. ეს თმა შუბლის ფორმას განსაზღვრავს, რაც თქვენს ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს.

- ძალიან ფრთხილად მოექეცით ტუჩებს, პომადას და კონტურს შეუძლია, თქვენი მაკიაჟი წყალში ჩაგიყაროთ ან პირიქით, უფრო მეტად გაგალამაზოთ. ღია ფერის პომადაზე არასდროს შემოიტაროთ მუქი ფერის კონტური. ტუჩის კიდეებზე მუქი ფერის პომადა წაისვით, გამობერილ ნაწილზე კი იგივე ფერის, ოღონდ შედარებით თხელ ფენად. ზევიდან შესაფერისი ტონის "ბლესკი" გადაისვით და შედეგი მართლაც იდეალური იქნება. ფანქრის გამოყენების შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ მისი ფერი, პომადის ფერის იდენტური ან მიახლოებითი მაინც უნდა იყოს.

- მაკიაჟის გაკეთებამდე სახეზე წაისვით მკვებავი კრემი, რომელიც თქვენი კანის ტიპისთვის და ასაკისთვის იქნება შესაფერისი. შემდეგ გადაისვით ტონალური საცხი, ოღონდ თხლად და განსაკუთრებული ყურადღება პრობლემური ადგილების დაფარვას მიაქციეთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ტონალურის ფერი, თქვენი სახის კანზე ოდნავ მუქი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს სახესა და ყელს შორის კონტრასტი ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩაგაყენებთ. მაკიაჟი კი ნიღაბს დაემსგავსება.


- სახე წესრიგშია და ახლა თმას მივხედოთ. ამერიკელი ექსპერტების აზრით, მარტო კარგი შამპუნი და ნიღბები არაფერია, თუ მისი სწორად დაბანა არ ისწავლეთ. სიცრუეა ის მითი, რომ თავის დაბანის შემდეგ ცივი წყალი უნდა გადაივლოთ. თმის ბრწყინვალების მთავარი საიდუმლო თურმე საშუალო ტემპერატურის წყლით კარგად დაბანა ყოფილა.

- საბოლოოდ კი სუნამოც იპკურეთ. იგი სხვადასხვა ადგილას და ცოტ-ცოტა იპკურეთ. მისი შეზელა მოლეკულებს ანგრევს და სურნელს ასუსტებს.

- თქვენ უკვე მზად ხართ ლამაზი წარბებით, ტუჩებით, სახის კანითა და ბრწყინვალე თმით. სუნამოც თუ იპკურეთ, მაშინ თამამად გადით სახლიდან...

1
330
8-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
330
  
2013, 31 აგვისტო, 16:02
კარგი სტატიაა!!! ვინც არ იცის გაითვალისწინებს იმედია:)
0 1 1