x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2023 წელს დედამიწის მაცხოვრებლები მარზე გადასახლდებიან და შექმნიან ახალ ერს

imageთითქმის 170 ათასმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი გადასახლდეს მარსზე. პროექტს ახორციელებს ჰოლანდიური კომპანია "Mars One".განაცხადი მარსზე ცხოვრებაზე უკვე შეიტანა თითქმის 170 000 ადამიანმა მსოფლიოს 140 ქვეყნიდან, მათ ამისთვის გადაიხადეს 5-იდან 75 დოლარამდე თანხა.კომპანიის დამაარსებელმა ბას ლანსდორპმა განაცხადა, რომ მარსზე "ახალ ერი" ჩამოყალიბდება და იქ მილიონამდე ადამიანი იცხოვრებს.პირველი 6 ჯგუფი 2015 წელს ჩამოყალიბდება, თითოეულ ჯგუფში 4 ადამიანი იქნება შესული, შემდეგ დაიწყება მათი 7 წლიანი მომზადება პლანეტარული მისიისთვის.თავიდან მარსზე გაუშვებენ რობოტებს, რომლებიც წითელ პლანეტაზე ააშენებენ საცხოვრებელს და მოაწყობენ ინფრასტრუქტურას.2022 წელს გაემგზავრება პირველი კოსმოსური ხომალდი, რომელიც პირველ დედამიწის მაცხოვრებლებს გადაიყვანს მარსზე, 4 კაციან ჯგუფში 2 ქალი და 2 მამაკაცი იქნება, ხომალდი ადგილზე 2023 წელს ჩაფრინდება.შემდეგ ყოველ 2 წელიწადში ახალი კოლონისტები მიემატებიან, ოფიციალური ენა ინგლისური იქნება.კომპანია Mars One რესურსების მოძიებას სპონსორების და მოსახლეობიდან აკრეფილი თანხით აპირებს, სულ პროექტი 6 მილიარდი$ დაჯდება.

2
280
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
280
  
2013, 11 სექტემბერი, 1:56
აქური ბუნება,იქაურ "პარტახ უდაბნოზე" როგორ უნდა გავცვალო :( მოკლედ მე არ მოვდივარ და უჩემოდ მოგიწევთ წასვლა :D :D
2013, 30 აგვისტო, 12:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2