x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
შავი კურდღლის წელიწადი ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის იქნება განსაკუთრებული
image

დრო სწრაფად მიფრინავს და 2023 წელიხ აგერ კარზე მოგვადგა. ასტროლოგები გვიმტკიცებენ, რომ ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის ცხოვრებაში გლობალური ცვლილებები არ მოხდება. თუმცა, არსებობს სამი ნიშანი, რომლისთვისაც ახალი წელი ბევრ ცვლილებას მოიტანს. როგორც უკეთესობისკენ, ისე უარესისკენ. ახლა ჩვენ გეტყვით, კონკრეტულად ვისზე აისახება ეს და რა შეიცვლება მათთვის 2023 წელს.




ასტროლოგების პროგნოზით, რამდენიმე თვეში ვერძის, ტყუპების და ლომის ცხოვრება შეიძლება სრულიად შეიცვალოს. და თუ პირველი ორი წარმატებას მიაღწევს, მაშინ უკანასკნელს ასე არ გაუმართლებს.


ვერძი



როგორც იქნა! თქვენს კარიერაში ნამდვილი გარღვევა გელით. ყველა თქვენი ძალისხმევა დაფასდება. რა თქმა უნდა, ეს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახება. და ამავე დროს, ცხოვრების დონეზეც. ასტროლოგები არ იძლევიან იმგვარ დაპირებებს, რომ მილიონერი გახდებით, მაგრამ აუცილებლად დაიწყებთ მეტის გამომუშავებას და შეძლებთ ისეთი რამის მიღებას, რაზეც აქამდე არასდროს გიფიქრიათ.




ტყუპები


ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ, რადგან 2023 წლის დადგომისთანავე მათ თავზე სასიამოვნო ცვლილებები არ დაეცემა. მოგიწევთ შრომა, მაგრამ შედეგი არ გაგიცრუებთ. ასტროლოგები ტყუპებს საკუთარ ბიზნესში წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. შესაძლოა, ახალ ბიზნესიც წამოიწყოთ და ის კარგი შემოსავლის მომტანი იქნება. ან იქნებ თქვენ უკვე სცადეთ რაღაც ადრე, მაგრამ მიატოვეთ . ასე რომ, ახლა დროა, რომ ისევ ამოქმედდეთ.


ასევე 2023 წელს ტყუპები განსაკუთრებით შემოქმედებითად განვითარდებიან. ასე რომ, თუ თქვენი ბიზნესი ასევე დაკავშირებულია შემოქმედებასთან, მაშინ უბრალოდ გარანტირებული ხართ წარმატებისთვის. მთავარია, ყველაფერი ერთდროულად არ მოეჭიდოთ და მოთმინება იქონიოთ.



ლომი

ლომებს უარესობისკენ ცვლილებები ელოდებათ. 2023 წელი შეიძლება იყოს ზარალის წელი. ეს ეხება როგორც მატერიალურ სიბრტყეს, ასევე ურთიერთობებს. ახალ წელს შეიძლება უსახსროდ იყოთ, თუნდაც, რომ ადრე შავი დღისთვის გადანახული დანაზოგი გქონდეთ. იყავით ძალიან ფრთხილად, თუ დააპირებთ დიდი შენაძენის გაკეთებას ან სადმე ფულის ინვესტირებას. ასევე უფრთხილდით თაღლითებს.


2023 წელს ლომებს არ გაუმართლებთ პირად ცხოვრებაშიც. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება იმ წყვილებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ დაკანონებული ურთიერთობა.



და ბოლოს! გახსოვდეთ ნუ მიიღებთ ჰოროსკოპს ძალიან სერიოზულად. გახსოვდეთ, რომ პირველ რიგში ყველაფერი თქვენს ხელშია!

0
736
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
736
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0