x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
პატარა ბიჭუნას ისტორია რომელმაც ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
image ჩემთვის ჩაფიქრებული მივუყვებოდი ქუჩას როდესაც ერთ-ერთი მაღაზიის წინ დავინახე მოლარე როგორ ესაუბრებოდა პატარა ბავშვს რომელიც სულ რაღაც 5-6 წლის თუ იქნებოდა.

''მაპატიეთ, თქვენ არ გაქვთ საკმარისი თანხა ამ თოჯინის შესაძენად''-უთხრა მოლარემ.

-''ბიძია, მართლა არ მაქვს საკმარისი თანხა ეს თოჯინა ვიყიდო?''-ეხლა მე შემომიბრუნდა და მკითხა პატარამ.მე ფული გამოვართვი და გადავთვალე.

-''ოო, ჩემო საყვარელო, არა, საკმარისი თანხა არ გაქვს, ამას ვერ იყიდი.''-მივუგე მე.


ბიჭს თოჯინა საგულდაგულოდ ჩაეხუტებინა გულში.შემდეგ მივუახლოვდი და ვკითხე ვისთვის უნდოდა ეს თოჯინა ესე ძალიან.

-''ეს თოჯინა ჩემ დაიკოს უყვარდა და მოსწონდა ხოლმე და მინდა მას მივცე საჩუქრად დაბადების დღისთვის.მაგრამ თოჯინა დედიკოს უნდა გადავცე და ის წაუღებს როდესაც ისიც იქ წავა.'' მისი თვალები ისე სევდიანი იყო როდესაც ამას ამბობდა...-''ჩემი დაიკო ღმერთთან წავიდა, მამიკო ამბობს რომ ღმერთის სანახავად დედიკოც მალე წავა, ვიფიქრე დედიკოს ამ თოჯინას ჩემ დაიკოსთან გავატანდი და მიუტანდა...''

ამის გაგონებაზე გული თითქმის გამიჩერდა...ბიჭუნამ ამომხედა და მითხრა:

-''თუმცა მამიკოს ვუთხარი დედიკოსთვის ეთქვა არ წასულიყო, უნდა დამელოდოს ვიდრე მე მაღაზიიდან დავბრუნდები.''

შემდეგ ბიჭმა თავისი სურათი მაჩვენა სადაც ძალიან კარგად გამოიყურებოდა და იღიმოდა და მითხრა:

-"მე მინდა რომ ეს სურათი დედიკომ თან წაიღოს და დაიკოს აჩვენოს რომ არ დავავიწყდე.მე დედიკო ძალიან მიყვარს და არ მინდა მიმატოვოს, მაგრამ მამიკო ამბობს რომ დედიკო აუცილებელია ჩემს დაიკოსთან იყოს.''-და შემდეგ ისევ თოჯინას დააშტერდა სევდიანი თვალებით.

მე სწრაფად წავიღე ხელი ჩემი საფულისკენ და ბიჭუნას შევთავაზე ფული თავიდან დაგვეთვალა, იქნებ გვქონოდა საკმარისი თანხა.

-''კარგი, ''-დამეთანხმა ბიჭი-''იმედია საკმარიოსი თანხა მაქვს თოჯინას საყიდლად.''

მე მისდა შეუმჩნევლად ჩემი ფული დავამატე მის თანხას და დავიწყეთ დათვლა.საკმარისი თანხა აღმოჩნდა და ცოტა მოგვრჩა კიდეც.პატარა ბიჭმა სიხარულისგან წამოიყვირა:''მადლობა ღმერთო რომ საკმარისი ფული მომეცი.''

შოპინგი დავამთავრე და წამოვედი, თუმცა პატარა ბიჭი ჩემი გონებიდან არ ამომდიოდა...შემდეგ გამახსენდა რომ ადგილობრივი გაზეთი ერთ-ერთ სტატიაში ნასვამ მძღოლზე წერდა რომელიც სატვირთო მანქანას მართავდა და გზაზე მოსიარულე დედა-შვილს დაარტყა, გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა, დედა კი კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფებოდა.

ოჯახს გადაეწყვიტა მისთვის ხელოვნური სუნთქვის აპარატი გაეთიშათ რადგან მისი კომიდან გამოყვანა შეუძლებელი იყო.ეს იყო იმ პატარა ბიჭის ოჯახი?არ მასვენებდა კითხვა...

ორი დღის შემდეგ ამ პატარა ბიჭის გაცნობიდან, გაზეთში წავიკითხე რომ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა...მე სხვანაირად არ შემეძლო და თეთრი ყვავილებით დაკრძალვაზე მივედი სადაც ახალგაზრდა ქალი განისვენებდა და გარშემომყოფები საბოლოო პატივს მიაგებდნენ...ის იქ იყო...სასახლეში ჩასვენებული...ხელში თეთრი ვარდი ეჭირა პატარა ბიჭის სურათთან ერთად და გულზეც პატარა თოჯინა ედო.

მე ადგილი თვარცრემლიანმა დავტოვე...ისეთი შეგრძნება მქონდა მეგონა ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა...
სიყვარული, რომელიც ამ პატარა ბიჭს დედისა და დის მიმართ გააჩნდა წარომსადგენადაც კი ძნელია, ვიღაც ნასვამმა მძღოლმა კი ისინი საწყალ ბიჭუნას სულ რაღაც წამებში წაართვა...

P.S.ნურასოდეს დაჯდებით საჭესთან ნასვამი, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში და სხვებსაც ნუ გაამწარებთ.იმედია ეს სტატია სულ ოდნავ მაინც შეცვლის რაღაცას უკეთესობისკენ და დააფიქრებს ზოგ-ზოგიერთებს...


2
557
6-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
557
  
2013, 27 აგვისტო, 15:39
გაიხარე,მადლობა. :)
2013, 27 აგვისტო, 14:54
ყოჩაღ კარგი სტატიაა,
0 1 2