x
image
ხიზანიშვილი
როგორ მივიპყროთ მზერა თვალების დახმარებით
image- როგორც ცნობილია, თვალები სულის სარკეა. ისინი ანიჭებენ სახეს ინდივიდუალურობას. სწორად გაკეთებული მაკიაჟი თქვენს სახეს მეტ მომხიბვლელობას მიანიჭებს. მამაკაცების მზერაც თქვენზე იქნება მოპყრობილი. თვალებზე მაკიაჟის გაკეთებისას მთავარი მისი ფორმის გათვალისწინებაა.

- პატარა თვალები - გამოიყენეთ ღია ფერის ჩრდილები, დაიტანეთ ზედა ქუთუთოზე წამწამიდან წარბებამდე. ნახევრად მუქი ჩრდილი დაიტანეთ ზედა ქუთუთოს ნაკეცზე. თვალის ფანქარი წაისვით თვალის შიდა ზედაპირზე, წამწამების გასწვრივ. შედარებით ღია ფერის ჩრდილები გამოიყენეთ წარბის რკალის ქვემოთ. წარბებს მიეცით შესაფერისი ფორმა. წარბის წვრილი რკალი ძალიან უხდება პატარა თვალებს, ვიზუალურად ფართოს და მეტყველს ხდის მას.

image

- მრგვალი თვალები - გამოიყენეთ მსუბუქი შეფერილობის ჩრდილები და გაანაწილეთ წამწამებსა და ქუთუთოს შორის. მუქი ჩრდილი ზედა ქუთუთოს ნაკეცზე გადაისვით. შედარებით მუქი ფერის ჩრდილი ზედა ქუთუთოზე მხოლოდ წამწამების გასწვრივ წაისვით. ტუში კი თვალის გარეთა კუთხეებში უფრო მკვეთრად წაისვით.


- შეშუპებული თვალები - აქცენტი თვალის შიდა კუთხეზე გააკეთეთ. მუქი ფერის ჩრდილით ყველაზე მეტად შესიებული უბანი შენიღბეთ, ფანქარი მხოლოდ ზედა ქუთუთოზე, წამწამების გასწვრივ წაისვით თვალის შიდა კუთხიდან, გარეთ მიმართულებით. ტუში წაისვით ზედა წამწამზე.

- საწყალი თვალები - მაკიაჟის გაკეთება ფანქრის წასმით დაიწყეთ, ის წამწამების გასწვრივ, თვალის შიდა კუთხიდან გარეთას მიმართულებით წაისვით. საშუალო შეფერილობის ჩრდილი წაისვით ზედა ქუთუთოზე, ხოლო მუქი - ნაკეცზე. ტუში წაისვით ზედა წამწამზე.

- ჭკვიანი თვალები - გამოიყენეთ მხოლოდ საშუალო შეფერილობის ჩრდილები და გადაისვით ზედა ქუთუთოზე, გამოიყენეთ მხოლოდ თხევადი ჩრდილები. ფანქარი წაისვით წამწამების გასწვრივ, კონტური გაამუქეთ თვალის გარეთა კუთხეში, ტუში კი მსუბუქად გადაისვით ზედა წამწამზე.

0
156
6-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0