x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134567
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508647
ორი ფოტოგრაფის უცნაური სიყვარული - დაუჯერებელი ფოტოები
ეს არის ფოტოალბომი ორი შეყვარებული ადამიანისა, რომლებიც ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან...


აარონმა, ამერიკაში მცხოვრებმა ახალგაზრდა ფოტოგრაფმა და როზიმ, ასევე ფოტოგრაფმა და დიდი ბრიტანეთის მკვიდრმა, ინტერნეტის საშუალებით ჯერ ერთმანეთის ნამუშევრები აღმოაჩინეს, დაინტერესდნენ. საბოლოოდ კი ეს ვირტუალური ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა.


და დაიბადა იდეა: გაეკეთებინათ ფოტოკოლაჟი სურათებისა, რომლებზეც ერთად იქნებოდნენ ასახულნი, მიუხედავად 7 ათასი კილომეტრისა, ერთმანეთისგან რომ აშორებდათ.


როზი საკუთარ თავს უღებდა ფოტოებს, რომლებსაც უგზავნიდა აარონს. ეს უკანასკნელი არჩევდა განათებას, ინტერიერს, ფერებს, კადრებს და საკუთარ ფოტოებთან ერთად ქმნიდა კოლაჟს.


"ეს ჩვენი პირველი საერთო ფოტოა, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს შევხვედრივართ ერთმანეთს. სულ მალე უბედნიერესი გოგო ვიქნები..."

image



"მე უნდა მეპოვე, რომ მეთქვა "მე შენ მჭირდები"...

image





"ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ჩვენი სამყარო, რომელშიც ერთად ვიქნებოდით. ამ ფოტოებზე ისე ახლოს ვართ ერთმანეთთან, როგორც ნამდვილი წყვილი. ასე შეგვიძლია ერთმანეთის მიმართ სიყვარული გამოვხატოთ." - წერენ ხელოვანი შეყვარებულები თავიანთ ერთობლივ ბლოგზე.


image


image


"ვიღაცამ მკითხა, როგორ ვიტანთ მე და აარონი ერთმანეთისგან სიშორეს, ბოლოს და ბოლოს 4500 მილი ძალიან დიდი მანძილია... მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მე ვერც კი ვამჩნევ ამას. ყოველ ღამე, როცა ტელეფონით ვსაუბრობთ, ერთად ვიძინებთ. და მე წუთებს ვითვლი იმ მომენტამდე, როცა ერთხელაც მართლა გადმობრუნდება ჩემსკენ და ერთ ბალიშზე დავიძინებთ."


image








"ჩვენ ერთად აღმოვაჩენთ სამყაროს."

image


"ორი თვე გავიდა ერთმანეთზე დამოკიდებული რაც გავხდით და ყურებამდე ვარ მასზე შეყვარებული."


image












"ასეთი უნდა იყოს ჩვენი პირველი კოცნა..."
image








"ამ ფოტოსთვის ფონად ჩემი საძინებელი ავიღეთ. ყველაფრის გაკეთებას სულ 2, 5 საათი დაჭირდა. შედეგი მართლაც ზღაპრული გამოვიდა. ჩვენ ისე ახლოს ვართ ერთმანეთთან და თან ისე შორს..."
image









"არასოდეს არავინ არ დამჭირვებია ასე ძალიან, ახლა კი ისე უსუსურად ვგრძნობ თავს. არასოდეს მყვარებია ვინმე ისე უპირობოდ, როგორც აარონს ვუყვარვარ. ის ყველაზე არაჩვეულებრივი ადამიანია ამ ქვეყნად. შენთან მინდა.“

image




„ისეთი ბედნიერი ვარ მალე რომ ვნახავთ ერთმანეთს, და ძალიან ვღელავ მომავალი შეხვედრის წინ“.


image




imageimage

როზი და აარონი 9, 5 თვის ვირტუალური ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ ინგლისში, წმინდა ვალენტინის დღეს.

„დღეს დილით, აარონთან შესახვედრად რომ მივემგზავრებოდი, აეროპორტში საშინლად ვნერვიულობდი. როცა ჩამოსულ მგზავრებს შორის ვერ დავინახე, ძალიან ავღელდი. იმ წუთში ჩემთან ვიღაც მოხუცი ქალი მოვიდა და მკითხა, ნამდვილად ვიყავი თუ არა მე როზი ჰარდი. „ეშმაკმა დალახვროს, ისევ მომატყუეს, “ - გავიფიქრე. მაგრამ მოხუცმა ამიხსნა, რომ რეისის დროს აარონის გვერდით იჯდა და რომ ჩვენ ერთად მართლაც მხიარულად ვიქნებოდით. მაცნობა ასევე, რომ იმის გამო, რომ აარონს უამრავი ბარგი ჰქონდა და ვერც ინგლისში ჩამოფრენის სერიოზული მიზეზი დაასახელა, საბაჟოზე დააკავეს. საშინლად შემეშინდა. ამ დროს აარონი უკნიდან მომეპარა და ხელი მომკიდა. ყველაფერი მშვენივრად იყო! ჩვენი ამბავი იწყებოდა!“

image

2
169
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
169
  
0 1 2