x
image
შერიფი 022
3 D („ტრიდე“) სათვალის ისტორია და დამზადება სახლის პირობებში
image


















დღესდღეობით ძალიან პოპულარულია და სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს მხატვრული ფილმები სამი „დ“ (ტრიდე), ანუ სამგანზომილებიანი ეფექტებით. ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ასეთი ეფექტი და „3 D“ სათვალე სულ რამოდენიმე წლის გამოგონილია და 21-ე საუკუნის მიღწევაა, თუმცა ეს სიმართლეს სულაც არ შეესაბამება.



ჯერ კიდევ რამოდენიმე ათეული წლის წინ, მას შემდეგ, რაც გამოიგონეს ფერადი ტელევიზორი და კინოთეატრებმაც დაიწყეს ფერადი ფილმების ჩვენება, ზემოთხსენებული ეფექტის შესახებ მალევე გახდა ცნობილი, თუმცა მაშინ სიტყვა „3 D“ აქტუალური არ იყო და ამ ეფექტს „სტერეოეფექტი“ ერქვა. იმდროინდელ ფერად საბჭოთა ტელევიზორებს გააჩნდა რამოდენიმე ფერის დამარეგულირებელი, კერძოდ შესაძლებელი იყო წითელი, ლურჯი, ყვითელი და მწვანე ფერების მომატება და დაკლება. ამ ხერხით შესაძლებელი იყო ორი ფერის - ლურჯის და წითელის მკვეთრი მომატება ტელევიზორის ეკრნაზე, რაც „3 D“ სათვალის გარეშე არცთუ კარგი საყურებელი იყო, ვინაიდან გამოსახულებას ლურჯი და წითელი ზოლები დაჰყვებოდა, მაგრამ როგორც კი ლურჯ და წითელ შუშებიან სათვალეს გაიკეთებდი, სტერეოეფექტი (ამჟამად „3 D“) უკვე მიღწეული იყო. იმ პერიოდში ფილმებს ისეთი ეფექტები არ გააჩნდა, რომ სამგაზნომილებიანი სათვალით ყურება ღირებულიყო, გარდა ამისა ტელევიზორებსაც არ ჰქონდათ მაღალი ხარისხის გარჩევადობა, რაც აზრს უკარგავდა სტერეოეფექტს, ამიტომ ცოტამ თუ იცოდა ასეთი ეფექტის არსებობის შესახებ.


image

მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიები დაიხვეწა და მონიტორების გარჩევადობა მკვეთრად ამაღლდა, დღის წესრიგში კვლავ დადგა სტერეოეფექტის გამოყენება და დღეს სულ უფრო აქტუალური ხდება ფილმები „3 D“ გამოსახულებით. ამ „საოცრების“ მთელი არსი გახლავთ თვალის მოტყუება, ანუ ისეთი ოპტიკური ეფექტის შექმნა, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს ადამინის თვალი და იწვევს ოპტიკურ ილუზიას, თითქოს ეკრანიდან მოქმედებები ცდება მონიტორის ფარგლებს და რეალობაში გადმოდის. ეს მიიღწევა ეკრანიდან წამოსული ლურჯი და წითელი ტალღების ცალ-ცალკე დაშლით და სათვალის ფერებში საპირისპირო გადაცემით, ანუ ლურჯმა სხივებმა წითელი ფერის ლინზაში უნდა გაიარონ, ხოლო წითელი ფერის სხივებმა ლურჯი ფერის ლინზაში, რასაც თვალი სამგანზომილებიან პოლარიზებულ გამოსახულებად აღიქვამს და მისი რეალური საზღვრების დადგენას თითქმის შეუძლებელს ხდის.



image


image


image


ეხლა უშუალოდ მიმოვიხილოთ „3 D“ სათვალის ტიპები. ისინი ძირითადად ორი კატეგორიისაა: პირველი არის „ნატურალური სამი „დ“ სათვალე“, რომელსაც ერთი ლინზა ლურჯი აქვს, ხოლო მეორე წითელი. მეორე სათვალე გახლავთ ელექტრული, ანუ გამჭვირვალე სათვალე, რომელიც ეკრანიდან წამოსულ ლურჯ და წითელ ტალღებს არა ფერების, არამედ ელექტრული ტალღების საშუალებით ფილტრავს და მაქსიმალურ ეფექტს იძლევა.


image


ნატურალური“„3 D“ სათვალის შემთხვევაში, თუ ერთ თვალს დავხუჭავთ, „3 D“ ეფექტი მაშინვე გაქრება, ხოლო ელექტრული სათვალით შეგვიძლია ცალი თვალითაც ვუყუროთ გამოსახულებას და ეფექტი მაინც შენარჩუნებული იქნება.ამ ეფექტის მისაღწევად სათვალეში სხვა ფერების გამოყენებაც შეიძლება, თუმცა გამოსახულებაც იგივე ფერებში უნდა მიმდინარეობდეს. კლასიკური „3 D“ სათვალე მაინც ლურჯი და წითელი ფერის მინის ლინზებით მზადდება.


ნატურალური „3 D“ სათვალის დამზადება სახლის პირობებშიც შეიძლება. ავიღოთ სათვალის ჩარჩო (აპრავა), ერთ მხარეს ჩავსვათ ლურჯი მინა, ხოლო მეორე მხარეს წითელი, (მხარეს მნიშვნელობა არ აქვს), ან შეგვიძლია გამჭვირვალე მინა ამავე ფერის მარკერით გავაფერადოთ. ამის შემდეგ ჩავრთოთ სამგანზომილებიანი გამოსახულება და „3 D“ ეფექტიც მიღწეულია.


image

აქვე გასათვალისწინებელია ექიმების მოსაზრებაც, რომელთა თქმითაც, სამი "დ" სათვალის ხმარებისას თვალი და ტვინი უფრო მეტად დაძაბულად მუშაობს და განსაკუთრებით ბავშვებში სასურველი არაა დიდი დროის განმავლობაში „3 D“ სათვალის ხმარება. ყოველდღიური მოხმარებისას სასურველია ნახევარ სათზე მეტ ხანს არ გამოიყენოთ ეს სათვალე, რადგან ოფიციალურად უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები ბოლომდე შესწავლილი არაა.

ამასობაში „3 D“ ეფექტები მუდმივად იხვეწება.

1
248
2-ს მოსწონს
ავტორი:შერიფი 022
შერიფი 022
248
  
2013, 26 აგვისტო, 18:32
ძალიან საინტერესო სტატიაა. ყველაფერი ძალიან ნათლად და ამომწურავადაა ახსნილი.
0 1 1