x
image
შერიფი 022
რა ქონებას ფლობს ბიძინა ივანიშვილი? (ქონებრივი დეკლარაცია)
image

საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრის ქონების შესახებ უამრავი ჭორ–მართალი არსებობს. ფაქტი ერთია: ამ ადამიანმა უცხო ქვეყანაში, ყველაზე რთულ პერიოდში დააგროვა უდიდესი კაპიტალი და დიდი ხანი არაა, რაც საქართველოში დაიწყო პოლიტიკური მოღვაწეობა, თუმცა სხვა კუთხით ის დიდი ხანია მოღვაწეობს საქართელოში და მასზე უამრავ ლეგენდას ყვებიან. ვიდრე მის ქონებრივ დეკლარაციას გავეცნობით, მანამდე მოკლედ მიმოვიხილოთ ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია:

დაიბადა 1956 წლის 18 თებერვალს, საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში.
1973 წელს დაამთავრა საჩხერის რაიონის სოფელ საირხის საშუალო სკოლა და სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტზე განაგრძო.
სწავლის პარალელურად მუშაობდა კამოს სახელობის მექანიკურ-ჩამომსხმელ ქარხანაში დამლაგებლად და მუშად;

1980 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამავე წელს კამოს სახელობის მექანიკურ-ჩამომსხმელ ქარხანაში უფროს ინჟინრად, მოგვიანებით კი სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელად დაინიშნა;

1982 - 1986 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში შრომისა და სოციალური პრობლემების მოსკოვის ინსტიტუტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია;

1988 წელს მეგობრებთან ერთად დააფუძნა კოოპერატივი "აგროპროგრესი", რომელიც მოგვიანებით სამეწარმეო კომპანიად გადაიქცა;

1990 წელს დააარსა ბანკი „როსიისკი კრედიტი";
1991 წელს გახდა ბანკ "როსიისკი კრედიტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მისი პრეზიდენტი. არის ფინანსურ-სამეწარმეო ჯგუფ „უნიკორის" დამფუძნებელი და მეპატრონე;

1996 წელს დააფუძნა "ქართუ ბანკი";

2011 წელს დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება";

2012 წელს დააფუძნა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო";

2012 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად.


ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

რაც შეხება მის ქონებას, ჩამონათვალი იმდენად დიდია, მის სრულად დაწერას ძალიან ვრცელი სტატიის დაწერა სჭირდება, ამიტომ გთავაზობთ ქონებრივი დეკლარაციის ამონაწერის ფოტოებს, სადაც დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონებას. აღნიშნული დეკლარაცია ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 25 დეკემბერს შეავსო. (სურათის გასადიდებლად დააკლიკეთ მასზე).

მაშ ასე:

1

image

2
image

3
image

4
image

5
image

6
image

7
image

8
image

9
image

10
image

11
image

12
image

13
image

14
image
15
image


16
image

17
image

18
image

19
image

20
image

21
image

22
image

23
image

24
image

25
image

26
image

27
image



აღნიშნულ დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია იმ დახმარებების ნაწილი, რომელსაც ქართველი მეცენატი და აწ უკვე პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გასცემდა საანგარიშო წლის განმავლობაში. ამავე დეკლარაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილს საანგარიშო წელს არ მიუღია ფასიანი საჩუქარი.

აი ასე გამოიყურება ბიძინა ივანიშვილის (ქართველის, რომელიც მსოფლიოს მილიარდელთა 200 კაციან სიაშია შეყვანილი) პირველი ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც ყველაზე შთამბეჭდავი და მოცულობითია დღემდე არსებულ საქართველოს ქონებრივი დეკლარაციების ისტორიაში. სავარაუდოდ მომავალშიც დიდხანს ვერ გაუწევს სხვა ქონებრივი დეკლარაციები მას „კონკურენციას“.

15
5886
10-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:შერიფი 022
შერიფი 022
5886
  
2013, 3 იანვარი, 22:06
7 მილიარდი პატიოსნათ იშოვა ვითომ ? )
2013, 3 იანვარი, 22:06
უჩა კი არა უტა ქვია =]
2012, 31 დეკემბერი, 12:26
მართალი ხარ :)) მე მაგალითად შეყვარებული ვარ ამ ადამიანზე და ჩემი სამაგალითო პიროვნებაა და ვერ ვხედავ პრობლემას იმაში რომ მისი ქონებრივი დეკლარაცია საჯარო იყოს მითუმეტეს ბევრს მის ქონებასთან დაკავშირებით კითხვები უჩნდებათ... თანაც თვითონ გაასაჯაროვა....
2012, 31 დეკემბერი, 10:36
სხვათაშორის ვიღაცამ გაასაჩივრა ეს და სხვა სტატია, ვითომდა პირადი საიდუმლოების ხელყოფისა და მართლწერის ნორმების უხეში დარღვევის გამო. მე მინდა მოვუწოდო სხვა მომხმარებლებს, რომ არასწორი გასაჩივრება მათ რეიტინგს მეტად ამცირებს და უზღუდავს საიტით სარგებლბას (გაეცანით სამომხმარებლო შეთანხმების წესებს). იმის გამო, რომ წინამდებარე სტატია მათ სტატიებზე პოპულარული გახდა, არ უნდა გაბრაზდნენ, ვინაიდან ხან ჩემი სტატია იქნება პოპულარული, ხანაც მათი (თუ ნორმალურად დაწერენ რა თქმა უნდა).

პატივისცემით,
შერიფი 022
2012, 31 დეკემბერი, 10:32
პირველ რიგში დიდი მადლობა). სრულიად გეთანხმები, ქონებრივი დეკლარაცია ქართული კანონმდებლობის შესაბამისადაა შევსებული.
2012, 30 დეკემბერი, 22:52
გამარჯობათ :)))) დიდიხანია თქვენს სტატიებს ვკითხულობ სხვათაშორის ძალიან მომწონს ამიტომ ჩემი კომპლიმენტი თქვენ :)) რაც შეეხება სტატიას კომენტარებში კითხვა იყო რატომ არ არის მოხსენებული შვილებში უტა პიქველ რიგში მითითთებულია,რომ ჰყავს 4 შვილი ხოლო იქ სადაც მისი სახელი არ არის მოხსენიებული კარგად გადაავლეთ თვალი ოჯახის წევრებში ითვლება არასრულწლოვნები ვინაიდან უტა 21 წლისაა(ზუსტად არ ვიცი) შესაბამისად სრულწლოვანია (რაღაც ძაან დიდი კომენტარი გამომივიდა :))))ხო კიდევ ამ კომენტარის დასაწერად დავრეგისტრირდი :)))
2012, 30 დეკემბერი, 10:31
არავის არ გამორჩენია, უჩა არ იყო შესაყვანი დეკლარაციაში... იმიტომ, რომ ცალკე ცხოვრობს :) და კანონით არ ეკისრება ვალდებულება ბიძინას, რომ ისიც დაადეკლარიროს :D
2012, 29 დეკემბერი, 16:00
მე არც უტა და არც უჩა არ მიხსენებია, ვინაიდან საერთოდ არ არის ეგ პიროვნება დეკლარაციაში მოხსენიებული.)
2012, 29 დეკემბერი, 12:51
უტა ქვია უჩა არა:Dდა გამოგრჩა ავტორ ალბათ:D
2012, 28 დეკემბერი, 23:40
ამდენი რამე აქვს და :D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10