x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ჩვენ ქვეყანაში ბნელა !
დღევანდელ რეალობაში ქართულ შოუბიზნესში იმდენად ბნელა რომ

პატარა ნათელი წერტილიც კი გიგანტურ ვარსკვლავად გამოიყურება,

ეს კი ქართველი არტისტების უნიათობაზე მიუთითებს.

არ იმართება კონცერთები, რაც იმართება ჯობია არც გაიმართოს,


წლიურად გამოდის ძალიან ცოტა ალბომი, ისიც უხარისხო, გამოდის

ძალიან ცოტა კლიპი რომელთა შეფასებაც სასაცილოა.

მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ საქართველოში არ

არსებობს ლეიბლები რომლებიც არტისტს ჩაუწერენ სტუდიურ ალბომებს, გადაუღებენ კლიპებს, მოუწყობენ ტურნეებს და პიარზე იზრუნებენ.

ამ ყველაფერზე ფიქრი უწევს შემსრულებელს რაც მის შემოქმედებაზე

უარყოფით ზეგავლენას ახდენს.

საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამინია სხვადასხვა ჟანრში:

მომღერალი, DJ, მუსიკოსი, მოცაკვავე და ასშ.ისინი მუშაობენ ბევრს,

საკუთარ სახლებში ქმნიან მუსიკას, წერენ სიმღერებს, დგამენ ცეკვებს და

ყველანაირად ცდილობენ თავიანთი ნამუშევრები გააცნონ ხალხს. აი აქ

წავაწყდით კიდევ ერთ პრობლემას. როგორ მივაწოდოთ საზოგადოებას

ნამუშევარი თუ არ გაქვს ფული. ფული საჭიროა რეკლამისთვის,

თუნდაც შენ ვიდეოს facebookze ყოველდღიურად რომ გაუკეთო

რეკლამა დღში 10 დოლარია საჭირო.

ვთქვათ და იშოვე დღეში ეს 10დოლარი და შენი ვიდეო ნახა ხალხმა,

გამოჩნდება ან გამოჩნდებიან ბოროტი ადმაინები რომლებიც

კრიტიკას არ დაიშურებენ, გაგლანძღავენ უკანასკნელი სიტყვებით და

შენც მიხვდები რომ ამ ქვეყანაში არაფერს აზრი არ აქვს .

არადა რამხელა შრომა დევს სენს ნამუშევარში, შენს homestudio-ში

შექმენი მუსიკა, ჩაწერე სიმღერა, შენი ხელით გაუკეთე მასტერინგი და

მიქსინგი, იშოვე პროფესიონალი კამერა, იშოვე კარგი ობიექტივი, იშოვე

შტატივი, ბევრი პრობლემა შეგექმნა გადაღებების დროს, შენი ხელით

დაამონტაჟე ვიდეო, გახარებულმა ატვირთე და ამ დროს ვიგაც წერს

კომენტარს რომ უსაქმური ხარ და წადი სხვა საქმე აკეთეო...

ეს არის საქართველო !! ჩვენ ქვეყანაში ბნელა !!

1
21
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ მიქაძე
ნიკოლოზ მიქაძე
21
  
2013, 26 აგვისტო, 19:54
imdenad bnela tu fuli ar gakvs ar chanxar)
0 1 1