x
image
ვიზა კოხაძე
ახლახანს ესპანეთის სანაპიროზე "მონსტრი" აღმოაჩინეს

image
ესპანეთის სანაპიროზე დამსვენებლებმა უცნობი ზღვის არსება აღმოაჩინეს, რომელმაც შიში გამოიწვია სანაპიროზე და დამსვენებლებმა სასწრაფოდ დატოვეს სანაპირო, თუმცა მოახერხეს და სანაპირო დაცვის პოლიცია, სპეციალისტები და პოლიციის სპეციალური რაზმი გამოიძახეს.სპეციალისტების განცხადებით, მათ მსგავსი სიდიდის და ფორმის ცხოველი თეორიულ პრაქტიკაშიც კი არ შეხვედრიათ."უცნობი ზღვის არსება" - ასე უწოდეს სპეციალისტებმა, რომლის სიგრძე 4 მეტრზე მეტია და დიდი ზომის რქებიც აქვს.მათივე თქმით ადგილი აქვს "მონსტრის" არსებობას, რომელიც შესაძლებელია იყოს მეფე ქაშაყი(ღრმა წყლის თევზს ეწოდება ), რომელიც არ შეიძლებოდა, რომ 4 -5 მეტრის სიგრძის გაზრდილიყო, ამიტომ მათივე განმარტებით საქმე გვაქვს "მონსტრთან".

მოახერხეს და არსებულ მონსტრის სხეულზე ქსოვილის ნიმუშები აიღეს გამოსაკვლევად. რამდენად შეძლებენ სპეციალისტები სინჯით დაადგინონ მონსტრის წარმომავლობა, საინტერესოა.

უახლოეს დროში მოხდება მისი დამარხვა, რათა თავიდან იყოს აცილებული მოსალოდნელი დაინფიცირება როგორც სანაპიროსი, ასევე მოსახლეობისა.

მეცნიერების ვარაუდით, საქმე გვაქვს ზრდის პროცესის დროს სერიოზულ დარღვევებთან, რამაც ცხოველს ასეთი სასტიკი ფორმა შესძინა.

0
1124
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
1124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0