x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"დუმილი, ვით სამარე"... (8 ნაწილი)
imageმრავალმა დღემ განვლო მას შემდეგ. ვილმა ბევრჯერ შეეცადა თიკასთან დარეკვას, მაგრამ ამაოდ, ან არ ეძახდნენ ტელეფონთან, ან უთიშავდნენ. გულს ხატვასა და სწავლაში აყოლებდა. დროთაგანმავლობაში კი მარტოობასაც შეეგუა. სკოლაში ყოფნის ბოლო თვეები ცუდ ვითარებაში გაატარა, რაგდან დიტო და თათას ხშირად ნახვა უწევდა, ის და თათა ხომ კლასელები იყვნენ. ჯერაც დეპრესიაში მყოფი არ აპირებდა ბანკეტზე წასვლას, მაგრამ დედამ როგორც იქნა გადააფიქრებინა, საბანკეტო სამზადისში კი დრო უფრო ხალისიანად გაატარა.


22 ივნისი ლამაზი დილა გათენდა. სიზარმაცით ადგა ვილმა საწოლიდან, მოემზადა და კინაღამ დააგვიანა საკუთარ ბანკეტზე. უამრავ ხალხს მოეყარა თავი, ყველა გახარებული ულოცავდა ერთმანეთს, ვილმა კი მარტოსულად გრძნობდა თავს და ცრემლი მოერია, ამ დროს კი თიკა გამოეყო ნაკადს, გადაეხვია მეგობარს და მიულოცა. დარდს დადებითად ემოქმედა ვილმაზე, უფრო მოხდენილი გამხდარა, ლამაზი კაბა კი უფრო ალამაზებდა მის "ფიგურას", მაკიაჟიც განსაკუთრებული ჰქონდა და თან ეს დებიუტი იყო, აქამდე ხომ არასოდეს იხატებოდა. ერთი სიტყვით ყველას აღფრთოვანებას იწვევდა. უყურადღებოდ არც დიტოს დარჩა, რომელიც თათას ახლდა.


მოისეირნეს ლამაზმა წყვილებმა მთელი თბილისი და ბოლოს მოლხენის დრო დადგა. მხიარულება გამოდიოდა დარბაზიდან, მართლაც ბედნიერი იყო ვილმა, თან ამდენი ხნის მონატრებულ თიკასთან ერთად იყო. რა სადღეგრძელო არ ითქვა ქართულ სუფრაზე, ვინ და რა არ დაილოცა, იყო ბევრი ცეკვაც და ყმაწვილები შეზარხოშდნენ. ნაბახუსევმა თიკამ, მოულოდნელად ყურადღება მოითხოვა და მიკროფონი მოიმარჯვა:


*** კმაყოფილება მეღვრება სულში, ამ ბედნიერ დღესთან ერთად, იმ ბედნიერი მომლოდინე წუთების ღირსიც რომ გავხდი. მომეცა საშულაბეა გამომეთქვა ის, რაც არც თუ ისე დიდი ხანია მაწუხებს, ამითი კი ბევრი თქვენგანის ინტერესს დავაკმაყოფილებ, ალბათ სულ გაინტერესებდათ რატომ აღარ ვიყავით მე და ვილმა ერთად... ჩვენი დაშორების მიზეზი თათა არის, რომელმაც ვილმას ასე რომ ვთქვათ ბიჭი აახია, რომელიც ეხლა გვერდში უზის. ვილმა კი ბედს შეეგუა და არ ჩაუდგა მათ სიყვარულს შუაში. დაიბენით ხომ? კარგი, ცოტა უკეთ ვიტყვი, დიტო ვილმას უყვარდა, მაგრამ კომპლექსების გამო მხოლოდ ტელეფონით ესაუბრებოდა, პირადად კი თათას ახვედრებდა, თათამ კი... დაასკვენით ალბათ, სწორედ ამის გამო აღარ ვდაქალობდით მე და ვილმა, მეც შემელახა ამით რეპუტაცია. (ღვინის ჭიქას ხელი წამოავლო) ასე, რომ მინდა ყველა შეგნებული, ერთგული და გაგებული ადამიანის სადღეგრძელო დავლიო ვილმას სახით ალავერდს კი დიტოსთან ვარ.



ხალხში ჩოჩქოლი ატყდა, მითქმა-მოთქმა არ დამთავრდა კარგა ხანს. ყველა თათა და დიტოს უყურებდა. შერცხვენილმა თათამ დარბაზი დატოვა ტირილით, რაღა თქმა უნდა დიტოც მას დაედევნა კუდში. ხალხს არ მოუწყენია, პირქით, უფრო უკეთ მოილხინეს და ყველა ვილმას ამხნევებდა და ართობდა. ვილმას გული კი დიტოს მიმართ თანდათან გაცივდა.


ზაფხულის არდადეგები თიკა და ვილმამ ერთად გაატარეს. თან პარალელურად ჩასარიცხ გამოცდებისთვის ემზადებოდნენ და რაღა თქმა უნდა მანაც წარმატებით ჩაიარა. ეხლა უკვე სტუდენტები არიან, ვილმამ სურვილისამებრ სამხატვროზე ჩააბარა და სტუდენტობის პირველ დღეებსაც ადვილად შეეგუა.

5
45
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
45
  
2013, 22 აგვისტო, 19:43
ძალიან კარგია მეგობარო:)))
2013, 21 აგვისტო, 14:19
:)
კარგია ძალიან კარგი
2013, 21 აგვისტო, 14:17
:) მაგ დროს რაღაც სერიალი გადიოდა, სერიალებს არ ვუყურებ, მაგრამ იქ იყო ვილმა, განსაკუთრებული იმიჯით, მდიდარი მამიკოს გოგო, ოღონდ ძალიან თავმდაბალი და მეგობრული, ისე მომეწონა მისი როლი, ჩემს გმირს დავარქვი მისი სახელი. :)
2013, 21 აგვისტო, 14:15
კარგია ასე არ ჯობია? კარგი გოგოა ვილმა და ეს სახელი საიდან მოიფიქრე?
0 1 5