x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
" ქალის იდეალურობა... მამაკაცის ზმანება..."

image


ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველა ქალის სურვილია სილამაზით, ხიბლით, მიმზიდველობით, სექსუალურობითა თუ სხვა კრიტერიუმებით მამაკაცის ზმანებას, სრულ იდეალს წარმოადგენდეს.

მაგრამ სამწუხაროდ ყველა მამაკაცის იდეალი არ არის ფიზიკურად ლამაზი თუ სექსუალური მანდილოსანი. მამაკაცებთან ჩატარებული გამოკითხვების შედეგებით ფიზიკური სილამაზე პირველ ადგილზე არ დასახელდა.


imageნამდვილ ქალს უნდა შეეძლოს აირჩიოს ღირსეული მამაკაცი-სერიოზული და საიმედო, რომელსაც შეეძლება პატიოსანი და გულწრფელი იყოს, მასთან აკავშირებდეს საერთო შეხედულებები ცხოვრებაზე, განათლებაზე, კულტურაზე და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ფულზეც, დიახ, სწორედ რომ ფულზეც, ვინაიდან წყვილების უმეტესი ნაწილი ფულზე ჩხუბობს. სანამ მფლანგველ ადამიანს დაუკავშირებთ ცხოვრებას, კარგათ დაფიქრება სჯობს. (რჩევა ორივე სქესის წარმომადგენელს).



"გთავაზობთ რჩევებს, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც შეძლებთ გახდეთ თქვენთვის სასურველი მამაკაცის იდეალი".


imageქალი იდუმალი, გამოუცნობი, ყოველთვის საინტერესო და დამაინტრიგებელი უნდა იყოს. მისი ხასიათისა და გარეგნობის ცვლილება (ზომიერების ფარგლებში) იზიდავს და აღაგზნებს მამაკაცს.



საოცნებო ქალი ასევე უნდა იყოს ყურადღებიანი, ოღონდ მცირე დოზით, ვინაიდან გადაჭარბებული არაფერი არ ვარგა. უნდა აჩენდეს პატარ-პატარა ყურადღების გამომხატველ ნიშნებს, რომელიც მამაკაცს აგრძნობინებს რაოდენ მნიშვნელოვანი ყოფილა მისთვის.

image


ნამდვილი ქალი არ უნდა ითმენდეს მამაკაცის მიერ გამოხატულ უმსგავსო საქციელს, რადგან მამაკაცი ისეთ ქალს უფრო აფასებს, ვინც საკუთარი თავის ფასი იცის, თუმცა არც ეს მცნება დაივიწყოთ: "რამდენადაც ღირხარ, თავი იმდენად დაიფასე, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ მთლად გაუფასიურდები". პატივი ეცით გარკვეულ პრინციპებს.


ქალი უნდა იყოს სექსუალური, მაგრამ ზედმეტობების გარეშე, თუმცა ეს კონცეფცია ურთიერთობის განვითარებასთან ერთად იცვლება. ნაცნობობის დასაწყისში თავი უნდა აარიდოთ სექსუალურ კომენტარებსა და გამომწვევად მოქცევას, თუმცა ურთიერთობის სერიოზულ ეტაპზე გადასვლის დროს სიყვარულის უფრო ინტიმური გამოხატვა სრულებით ნორმალურია. (ეს უკვე თქვენ-თქვენი ჩარჩოებიდან გამომდინარე).


imageქალი არ უნდა ეძალებოდეს მამაკაცს, არ ღირს დღეში ცხრაჯერ დარეკვა კითხვით "სად ხარ?" მამაკაცები ვერ იტანენ შეზღუდვებს, ანგარიშის გაწევას და მომაბეზრებლად ქმედებებს. მისთვის იდეალურ ქალს უნდა შეეძლოს ამაღლებულ კაცად აგრძნობინოს თავი: იცინოს მის ხუმრობებზე, უთხრას კომპლიმენტები და იბრწყინოს მის გვერდით.image


იდეალურმა ქალმა უნდა იცოდეს როგორ მოუაროს თავს, უნდა ჰქონდეს საკუთარი სტილი, იყოს ხალისიანი, შეეძლოს ტკბობა ცხოვრებისეული პატარ-პატარა სიკეთეებით და არასოდეს გამოიჩინოს ინიციატივა პირველმა მამაკაცის გაცნობაში, რადგან მამაკაცი ქვეცნობიერად მონადირეა და თვითონ ოცნებობს ქალის მონადირებაზე.


გისურვებთ წარმატებებს და მუდამ იდეალური სტატუსით ყოფნას.

10
117
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
117
  
2013, 23 სექტემბერი, 18:25
კარგი სტატიაა.
2013, 14 სექტემბერი, 12:23
მე კი არ დაგეთანხმებით, ვინაიდან ასეთი მონადირე, რომელიც ყველაზე განურჩევლად ნადირობს, ვერ იტანს თუნდაც იმ ერთისგან უყურადღებობას და მსხვერპლის გამოუწვევლად ცდილობს მასზე იერიშს, ამის ცოცხალი მაგალითი მაქვს :)
2013, 12 აგვისტო, 20:34
კარგია იდეალურ ქალად ყოფნა...
2013, 9 აგვისტო, 23:21
გაიხარე შენ ;)
2013, 9 აგვისტო, 23:21
გეთანხმები, ინიციატივა სხვა რამეა და მისაღებია, მაგრამ აქტიურობა უკვე მამაკაცს "ნადირობის" მიზანს აკარგვინებს, ლანგრით თუ მივართვით თავი, აქ იდეალზე ლაპარაკი ზედმეტი იქნება. :)
2013, 9 აგვისტო, 23:18
წარმატებები ;)
2013, 9 აგვისტო, 21:51
კარგი სტატიაა ( როგორც ყოველთვის ) :)
2013, 9 აგვისტო, 19:51
ძალიან კარგი სტატიაა. გეთანხმები იმაში, რომ აშკარა ინიციატივა გაცნობის დროს ქალმა არ უნდა გამოიჩინოს, მაგრამ, როგორც cxvedo-მ აღნიშნა, უნდა გამოიწვიოს (კარგი გაგებით) მამაკაცი, რათა ეს ნაბიჯი მან თავად გადადგას.
2013, 9 აგვისტო, 19:25
კარგია.გამომადგება(ტუმცა ისედაც ვიცოდი ზოგი რამ რაც აქ წერია)
2013, 9 აგვისტო, 16:19
პატარა შენიშვნას შევიტან :) ბუნებით მონადირე "მსხვერპლმა" უნდა დააინტერესოს, ასე რომ ინიციატივა სიმართლე რომ იცოდეთ ყოველთვის მსხვერპლიდან მოდის :) ის მონადირე, რომელიც ყველაფერზე განურჩევლად ნადირობს არავის არ გამოადგება საკუთარი თავის გარდა :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10