x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
შემწვარი წიწილა მაყვლის საწებელში ნიგოზთან ერთად უგემრიელესია
image
როგორც იმერელს, ვფიქრობ, რომ წიწილა მაყვალში მხოლოდ იმერეთში იციან, რომელიც დამეთანხმებით, მართლაც დელიკატესად ითვლება.მომზადების წესი მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ ღირს გარჯად.საჭიროა შემდეგი დასახელების ინგრედიენტები:

1) წიწილა - ერთი ცალი:

2) ნიგოზი 300 გრამი:

3) ზეთი 150 გრამი:


4) მაყვალი 0, 5 ლიტრი:

5) ისრიმი (მკვახე ყურძენი) 50 გრამი.

წინასწარ უნდა გვქონდეს მომზადებული მაყვლის საწებელი, რომელიც დაახლოებით ისევე მზადდება, როგორც ტყემალი, განსხვავება კი მხოლოდ იმაშია რომ, როცა მაყვლის გაწურვას დავაპირებთ, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მარლა ან ბინტი, რომ ნარჩენები არ გაჰყვეს წვენს და სუფთად ჩავასხათ ბოთლებში.

imageimageმომზადების წესი კი შემდეგია: როდესაც წიწილას კარგად დავბრაწავთ ზეთში, ცალკე ჯამზე გამზადილი უნდა გვქონდეს 300 გრამი გატარებული ნიგოზი.ტაფიდან ვიღებთ წიწილას და ტაფაზე დარჩენილ ცხიმს ( რომელიც განსაკუთრებულ გემოს აძლევს კერძს), ვასხამთ ნიგოზზე, ვურევთ ხის კოვზით და ნახევარ ლიტრ წინასწარ გამზადებულ მაყვლის საწებელს ვასხამთ.ვამატებთ ჩვენს მიერ გამოწურულ მკვახე ყურძნის წვენს, რომელიც განსაკუთრებულ არომატს აძლევს კერძს.

imageimageარ შეიძლება წყალი შევურიოთ ამ კერძში, რადგან საერთოდ ეცვლება გემო.

შემდეგ ვჭრით წიწილას, ვაწყობთ სხვა ჯამზე და თავზე გადავასხამთ ჩვენს მიერ მომზადებულ მაყვლის საწებელს.

რაც შეეხება მაყვლის საწებლის მომზადების წესს, შევეცდები შემდეგ სტატიაში შემოგთავაზოთ.

8
1173
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
1173
  
2015, 30 ოქტომბერი, 15:06
ყველაზე მაგარი ^–^
2013, 9 აგვისტო, 22:35
ხვალ ვაკეთებიებ ისე მომინდა.
2013, 9 აგვისტო, 10:35
რა გემრიელია))))
2013, 9 აგვისტო, 9:51
იმერეთში "ისრიმ-მაყვალს" ეძახიან ამ საწებელს. მართლა უგემრიელესია.
2013, 9 აგვისტო, 9:15
ვენერა არა - მარსიდან მოდის იდეები.
2013, 9 აგვისტო, 1:29
მეგონა ვენერას რეცეპტი იყო და Vიზასაც ცოდნია.ყოჩაღ
2013, 9 აგვისტო, 1:02
ვიცი ძალიან გემრიელია არ დამპატიჟებ მეგოპბარო?:)))
0 1 8