x
image
worldsport.ge
ანჩელოტი: “მოდრიჩი არსად მიდის”

imageმადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ გუნდის ხორვატი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი წლევანდელ სეზონსაც მადრიდში გაატარებს. შეგახსენებთ, რომ მოდრიჩის გადაბირებით “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ტოტენჰემი” არიან დაინტერესებულნი. გასულ სეზონში ხორვატმა ესპანეთის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, 3 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა. ჩემპიონთა ლიგაში კი 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთხელ გამოიჩინა თავი.
“ლუკა არსად მიდის. “რეალის” ყველა ფეხბურთელი სიტუაციით კმაყოფილია და მუყაითად ვარჯიშობს. არცერთი მოთამაშის გაყიდვაზე არ გვისაუბრია, ”- უთხრა ანჩელოტიმ Goal.com-ს.


სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0