x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134679
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508867
როგორ შევამსუბუქოთ დამღლელი სამუშაო

ფაქტია, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანების სამუშაო დაკავშირებულია გონებრივი სამუშაოს შესრულებასთან . დამღლელი დღის შემდეგ, კი ხშირია მოთენთილობა, უხასიათობა, მომატებული ძილიანობა და ა.შ. თუ აღნიშნული პრობლემა თქვენც გაწუხებთ ცუდი არ იქნება რამდენიმე რჩევის გათვალისწინება.
მაშ ასე, თუ სამუშაოს შესრულება კომპიუტერთან გიწევთ უმჯობესი იქნება თუ კომპიუტერისგან დამცავ სათვალეს მოირგებთ. იგი დაგიცავთ, როგორც კომპიუტერის გამოსხივებისგან ასევე იზრუნებს რომ დღის ბოლოს თქვენს თვალებს ჯანსაღი იერი ჰქონდეს. ნაცვლად შეშუპების, სიწითლისა და გაღიზიანებისა.
რაც შეეხება გონებრივ დატვირთვას არ იქნებოდა ცუდი თუ დღეში რამდენიმე ფინჯან ყავას მიირთმევთ. კოფეინი, როგორც ცნობილია ამაღლებს ფსიქიკურ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ასევე აღმოფხვრის ძილიანობას.

image თუ ყავის მირთმევა არ გსურთ შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ჩაი. მას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია, მათ შორის იგი საუკეთესო საშუალებაა გასახდომად, ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად, იგი ზრდის სიცოცხლისუნარიანობას, ხელს უწყობს აზროვნებას და აუმჯობესებს შრომისუნარიანობას.
უმჯობესია, თუ დაარეგულირებთ ძილს. ერთიდაიმავე დროს დაძინება და გაღვიძება დაგეხმარებათ მომდევნო დღის ხალისიანად გატარებაში.
რაც შეეხება სამუშაო გარემოს - იგი აუცილებელია მოირგოთ თქვენი გემოვნების შესაბამისად, ვინაიდან სამუშო გარემოს სწორად შერჩევა ადამიანს ეხმარება გონების კონცენტრირებაში და ნაკლებად იწვევს გაღიზიანებას; მაგრამ თუ ამის საშუალება არ გეძლევათ, მაშინ საკმარისია თვენი “ კუთხე ’’ მოაწყოთ ისე როგორც თქვენ გნებავთ. სამუშაო მაგიდაზე მოაწესრიგეთ ნივთები, ყველაზე ხშირად მოხმარებად ნივთებს ერთი ადგილი მიუჩინეთ, რომ შემდგომ გონების დაძაბვა არ დაგჭირდეთ ამა თუ იმ ნივთის მოსაძებნად. თუ ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთება გიწევთ, თან იქონიეთ ეგრეთწოდებული ბლოკნოტი, სადაც შეძლებთ ჩაინიშნოთ სამუშაო დღის გეგმა, რათა მერე არ დაგჭირდეთ იმაზე ფიქრი, თუ რა დაგრჩათ გასაკეთებელი. რაც აუცილებელი და სასწრაფოა, არ იქნებოდა ცუდი, წებოვანი ფურცლის მეშვეობით კომპიუტერს მიამაგროთ თვალსაჩინო ადგილზე. შესაბამისად დღის ბოლოს კმაყოფილების გრძნობა, რომ ყველაფერი შეასრულეთ, დამიჯერეთ, ერთი ორად აისახება თქვენს გუნება-განწყობილებაზე.
ერთი ნიუანსი, რომელიც მინდა გაგიზიაროთ ეს არის მუსიკა. სანამ სამსახურში მიხვალთ არ აქვს მნიშვნელობა გაადაგილდებით საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მანქანით თუ ფეხით მოუსმინეთ თქვენთვის საყვარელ მუსიკას, რომელიც დამიჯერეთ, საკმაოდ დადებითად იმოქმედებს და ხალისიანად შეძლებთ სამუშაო დღის დაწყებას.

0
43
2-ს მოსწონს
ავტორი:თათია მესხი
თათია მესხი
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0