x
image
ვიზა კოხაძე
როგორ შეაფასა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კრიშტიანო რონალდუ და რა უპასუხა მან ჟურნალისტებს
imageყველასათვის კარგად ცნობილი ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული უხეშობით გამოირჩეოდა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებთან თამაშის დროს და არა მარტო მათთან, დღეს თავისთვის არც თუ უჩვეულო განცხადებას აკეთებს, როცა აცხადებს, რომ კრიშტიანო რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კი არა - ერთ - ერთი საუკეთესოა.

ფრანგული "პარი - სენ - ჟერმენის" შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჟურნალისტებთან შეხვედრისას ძალიან გულრწფელი აღმოჩნდა, როცა განაცხადა, რომ (ვციტირებ) - " კრიშტიანო რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არ არის.ის ერთ - ერთი საუკეთესოა.მას " პარი - სენ - ჟერმენთან" ხშირად აკავშირებენ, მაგრამ ეს ბუნებრივიცაა, რადგან ჩვენი კლუბის პროექტი მიზნად ისახავს იმას, რომ ჩვენ ევროპაში პირველები ვიყოთ' - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს კარგად მოეხსენებათ, რომ პორტუგალიელ მსოფლიო ვარსკვლავს ამ ბოლო დროს ხშირად უკავშირებენ პარიზულ კლუბ " პარი - სენ - ჟერმენს".სწორედ ამ თემას მიიჩნევს ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჩვეულებრივ მოვლენად და აქ უჩვეულოს ვერაფერს ხედავს.

მსოფლიო ფეხბურთის მრავალწლიან ისტორიას კი პორტუგალიელის მსგავსი ვარსკვლავი თითებზე ჩამოსათვლელი ჰყავს ნამდვილად.


image

image

image









1
44
17-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
44
  
2013, 27 ივლისი, 11:50
დღეს დაგანახებდეს ვინარი საუკეთესო და არ მინდა მეტი არაფერი...რეგვენი ეს...!
0 1 1