x
image
worldsport.ge
ვერატის პარიზული შეთავაზება არ აკმაყოფილებს

image“პარი სენ-ჟერმენის” იტალიელი შემტევი ნახევარმცველი მარკო ვერატი კლუბის ხელმძღვანელობისგან განახლებული კონტრაქტის სანაცვლოდ გვარიანად გაზრდილ გასამრჯელოს ელის. ფრანგული პრესის ცნობით, ამჟამად ვერატი სეზონის განმავლობაში 800 ათას ევროს იღებს. პარიზული კლუბი მას წლიურ 1, 7 მილიონს ჰპირდება. თავად ფეხბურთელი კი ამ გაზრდილი ხელფასის გაორმაგებას ითხოვს.
თუ “პარი სენ-ჟერმენი” ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, იტალიელი ლეგიონერი სავარაუდოდ მორიგ მოთხოვნას წამოაყენებს, ტრანსფერზე დაყენების შესახებ. ბოლო დროს აპენინურ გამოცემებში რამდენიმეჯერ დაიწერა, რომ მარკო ვერატის შეძენა “ფიორენტინასა” და “ნაპოლის” სურთ.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0