x
image
ნანა სვანაძე
Mediator image
"Новая волна"-2013– დაიწყო

imageგუშინ ლატვიაში
„ახალი ტალღა 2013“ დაიწყო. მუსიკალური კონკურსი ყოველწლიურად იმართება და მასში
რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოც. წელს
ჩვენს ქვეყანას, პროექტ „ახალი ხმის“ გამარჯვებული სალომე ქათამაძე წარადგენს. გუშინ
პირველი დღე იყო, მაგრამ არასაკონკურსო, მხოლოდ
გახსნა მოხდა ფესტივალის და ბოლოს ყველა კონკურსანტმა ერთად, წლების წინ, სპეციალურად ამ კონკურისსთვის შექმნილი ჰიმნი იმღერეს.
უამინდობის გამო გააუქმეს წითელი ხალიჩა, თუმცა განწყობისთვის ამინდს ხელი არ შეუშლია.
რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავები ცვლიდნენ
სცენაზე ერთმანეთს და ამით მოახერხეს
საზეიმო განწყობის შექმნა იქ დამსწრე საზოგადოებისთვის. ბევრ ცვლილებასთან ერთად, ახალია ისც, რომ რაიმანდ
პაულსი არ ზის ჟიურში. ჟიურის თავმჯდომარე წელს იგორ კრუტოია, ხოლო პაულსი იტალიელმა
მომღერალმა ტოტო კუტუნიომ ჩაანაცვლა. ჟიურში არიან: ძმები მელაძეები, ვალერია, ლეონიტ
აგუწინი, იგორ მატვიენკო, ლაიმა ვაიკულე, მაქსიმ ფადეევი, იური ანტონოვი, იგორ ნიკოლაევი, იგორ კრუტოი და ტოტო კუტუნიო.

image

დღეს პირველი
საკონკურსო დღეა, სალომე ქათამაძე Boyz II Men-ის ჰიტს The end of the road_ს შეასრულებს. ის ეროვნულ ტურში, იურმალის
გამარჯვებულ ქართულ დუეტთან იმღერებს. სალომეს პარტნიორობას რატი დურგლიშვილი და მაკა
ზამბახიძე გაუწევენ, ეს ალბათ ქართული ნიჭის ზეიმი იქნება, ასე რომ წინ ნამდვილად კარგი
სანახაობა გველოდება და იმედია გამარჯვებასაც ვიზეიმებთ.


ფესტივალს პირდაპირ
ეთერში ტელეკომპანია იმედი წარმოგვიდგენს. წარმატებები სალომე ქათამაძეს, რომლის შესაძლებლობებშიც
არცერთ ქართველს ეჭვი არ ეპარება.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage










3
93
9-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
93
  
2013, 24 ივლისი, 16:49
მადლობა გენაცვალე....
2013, 24 ივლისი, 16:48
კოცნა ჩემგან :* :D:D:D
2013, 24 ივლისი, 16:48
ლაიქი ჩემგან...
0 1 3