x
image
ნანა სვანაძე
სალომე ქათამაძის წარმატებული საკონკურსო დღე იურმალაში
image23ივლისს, ლატვიაში სტარტი აიღო მუსიკალურმა კონკურსმა "ახალი ტალღა 2013". გუშინ პირველი საკონკურსო ტური შედგა, სადაც თექვსმეტმა კონკურსანტმა მსოფლიო ჰიტები შეასრულეს.ქართველმა სალომე ქათამაძემ Boyz II Men-ის ჰიტი The end of the შეასრულა და გულგრილი არავინ დატოვა. ჟიურში მჯდომი ტოტო კუტუნიო მას ფეხზე წამოუდგა, ხოლო მაქსიმ ფაძეევის გარდა, ჟიურის ყველა წევრის უმაღლესი ქულა 11–ი დაიმსახურა და სცენა ღირსეულად დატოვა. არ შეიძლება არაღინიშნოს ქართული დელეგაცია და ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია, რომელიც ქართულ დროშას აფრიალებდა და მაისურზე საქართველო- სოხუმი ეწერა. მისი ემოცია წამყვანებსაც არ გამორჩენიათ.

image


სალომეს გამოსვლა საუკეთესოდ შეაფასეს, თუმცა ჯერჯერობით კუბელი კონკურსანტი ლიდერობს, რომელსაც ძალინ კარგი და საინტერესო გამოსვლა ჰქონდა.

დღეს ეროვნული ტურია და სალომე დუეტ ჯორჯიასთან ერთად ეროვნულ სიმღერას შეასრულებს. დღეს იგი მეთერთმეტე ნომრად გამოვა და ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ და დაველოდოთ შედეგებს.


2
45
13-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
45
  
2013, 25 ივლისი, 15:25
ძალიან ძალიან მაგარი გოგოაა ვიცოდი რომ მაგრად იმღერებდა:)))პროსტა გამაღიზიანებელი იყო წამყვანის ორაზროვანი საუბარი!!!სალომეე ყველაზე ყველაზე მაგარიი ხაარ :*
2013, 25 ივლისი, 13:18
წარმატებები სალომეს :)))
0 1 2