x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
როგორ მოვუაროთ კანს ზაფხულის ცხელ დღეებში?

ზაფხულის სეზონზე მშრალ კანსაც უჩნდება ცხიმიანობისკენ მიდრეკილება, ამიტომ საჭიროა გარკვეული წესების დაცვა, რათა კანმა სიპრიალის ნაცვლად ბრწყინვალება შეიძინოს.


დილით- ის, რომ ძილის წინ მოიშორეთ მაკიაჟი არ ნიშნავს, რომ დილით კანს გაწმენდა არ სჭირდება. წელიწადის ნებისმიერ დროს კანის ცხიმი ყველაზე დიდი ოდენობით ღამე გამომუშავდება. სიცხეში კი მით უმეტეს. დილით გაიწმინდეთ სახე უსპირტო ლოსიონში დასველებული ბამბით. არ დაიბანოთ ჩვეულებრივი წყლით, რადგან წყალი ცხიმს არ შლის, არამედ გლისავს კანზე.
image


საღამოს-აირჩიეთ გამწმენდი საშუალება სახის კანის ტიპის მიხედვით. ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის კოსმეტოლოგები ქაფიან გელებს და მუსს ანიჭებენ უპირატესობა, ის შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელიც შლის და აშორებს ოფლს და ცხიმს.

ნორმალური, მშრალი და მგრძნობიარე კანი გაიწმინდეთ კოსმეტიკური რძით-წყლის და ზეთის ნარევი დამატებით ატენიანებს, ამშვიდებს და არბილებს კანს.

სანაპიროზე დასასვენებლად წასვლის წინ კანი მსუბუქად გაიხეხეთ ამქერცლავი საშუალებებით. ამგვარად კანი მოემზადება მზის აბაზანებისთვის და მიიღებთ თანაბარ ნამზეურს. დასვენების დროს კი თავი შეიკავეთ "სკრაბების" გამოყენებისგან, რათა კანს არ მოაშოროთ ბუნებრივი დამცავი ფენა.


ზღვაზე დასვენებისას მზის სხივები ააქტიურებენ ცხიმის გამოყოფას და ბაქტერიების გავრცელებას. გამონაყარის, გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად სანაპიროდან დაბრუნების შემდეგ კანიდან გულდასმით მოიშორეთ ნამზეურის მისაღები საშუალებები, ზღვის მარილი, წყალი და ქვიშა.

სანაპიროზე მოწყობილი წვეულების შემდეგ სწრაფად მოიშორეთ წყალგამძლე ჩრდილები და ტუში ზეთოვანი საშუალების მეშვეობით. დაასველეთ ბამბის ტამპონი მასში და მიიდეთ ზედა ქუთუთოს და წამწამებზე და გაიჩერეთ 10 წმ, შემდეგ ფრთხილად მოიშორეთ მაკიაჟი ზედა ქუთუთოდან. იგივე პროცედურა გაიმეორეთ ქვედა ქუთუთოზეც.

0
165
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0