x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
მოდური ტენდენცია-დროებითი სვირინგები
ბოლო წლებში დროებითი სვირინგები პოპულარულ მოდურ ტენდენციად გადაიქცა.

ყველა ადამიანი ვერ ბედავს სხეული მუდმივი წარწერით ან ნახატით დაამშვენოს, რამდენიმე დღიანი ან კვირიანი სვირინგით შეიძლება ექსპერიმენტის თამამად ჩატარება.


აჟიოტაჟი კი 2010 წელს Chanel-ის მოდის სახლის საგაზაფხულო კოლექციის ჩვენებიდან დაიწყო. თავდაპირველად Chanel არ აპირებდა სვირინგების გამოშვებას, მაგრამ პოდიუმზე წარმოდგენილმა ნიმუშებმა ნამდვილი ფურორი მოახდინეს, რის შემდეგაც მოდურმა სახლმა გამოუშვა დროებითი სვირინგების ხაზი სახელწოდებით "მხედველობის მოტყუება"-Trompe L’Oeil de Chanel.

image



დახვეწილი ჯაჭვები, იმიტირებული სამაჯურები კეფასა და ფეხებზე და გადასაყვანი-მერცხლები იმ ადამიანებსაც მოეწონათ, ვინც სიფრთხილით ეკიდება "ბოდიარტის" გამოჩენას.

image


ამის შემდეგ უკვე ბიონსემ დაიწყო სვირინგების გამოშვება და მისი კოლექცია უკვე 24-ზე მეტ სხვადასხვა ნახატს მოიცავს- ორნამენტებს, ჯაჭვებს, ყვავილებს და ობობას ქსელს.

image


Dior-ის მოდის სახლი უფრო შორს წავიდა და შექმნა luxury-სვირინგების კოლექცია Grand Bal ოქროსგან.

image

თანამედროვე გადასაყვანი სვირინგები სწრაფად და ადვილად გადადის სხეულზე. მისი გამოყენება შეიძლება სხეულის სხვადასხვა ნაწილების მოსართავად, თუმცა ყველაზე ეფექტური ქალბატონების ფეხებზეა. ყვავილოვანი მოტივები, საკურას ტოტები, ჯაჭვები და მარგალიტის ძაფები ჰორიზონტალურად დაიტანეთ და მოახდინეთ სამაჯურის იმიტაცია, ამგვარად ხაზს გაუსვამთ მოხდენილ ფეხებს და ძალიან გამხდარ თეძოებს ცოტა სისავსეს მიანიჭებთ.

image

ჰორიზონტალური ორნამენტები კი გარეგნულად აგრძელებს ფეხებს და შესანიშნავად ერწყმის კოქტეილის სამოსს ნაზ, პასტელურ ფერებში.

გადასაყვანმა-სვირინგებმა შეიძლება შეცვალოს თვალის ფანქარი და დაეხმაროს ქალბატონებს, რომლებიც არ ფლობენ სრულყოფილი მაკიაჟის ხელოვნებას-სრულიად ადვილად შექმნით სხვადასხვა სისქის იდეალურ გრაფიკულ ისრებს, გადაიტანთ წარწერებს ან ცხოველების ნახატებს.

image


ასევე მეტად პოპულარულია აეროგრაფიული სვირინგი-ე.წ "აეროტატუ" - ტრაფარეტის მეშვეობით სხეულზე ეფრქვევა არატოქსიური საღებავი, მიღებული ნახატი 2 დღიდან ერთ კვირამდე ძლებს.

image


აეროგრაფია მსახიობების გრიმიორებმა მოიგონეს უფრო ჩვეულებრივი სვირინგების ზუსტი ანალოგების ძიებაში, მიღებული ნახატი გადასაყვანის იდენტურია და ადვილად ჩამოირეცხება, ამგვარად კინოგრიმიორებმა დაზოგეს დრო და შექმნეს საჭირო ეფექტი კადრში.

ამ მეთოდის ნაკლი ნახატის წყლის, ოფლის მიმართ ნაკლები მდგრადობაა.

image

image
Tattly-ის დიზაინერული სვირინგების კოლექცია


ბრენდმა Swarovski-მ ქალბატონებს მოდური სიახლე-ბროლის სვირინგები შესთავაზა-ნახატი იქმნება საფირმო კრისტალებისგან, რომელიც სხეულზე სპეციალური მასალით ეწებება. გამოსახულება ნარჩუნდება ოთხ კვირამდე.

დატანის სირთულე თავად სვირინგის ნახატზეა დამოკიდებული, ამიტომ კრისტალური სვირინგები მარტივ ფორმას ან სიმბოლოებს წარმოადგენს.image
Crystal-Body-Tattoos-by-Swarovski

1
144
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
144
  
2013, 16 ივლისი, 22:34
საინტერესოა
0 1 1