x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"ქართველ მზეთუნახავთა ტრიო". (მშფოთვარე ჭირისუფალი დოდო ჭიჭინაძე...) ნაწილი 1

imageდოდო ჭიჭინაძე დაიბადა 1924 წლის 28 დეკემბერს ქ. ქუთაისში. 1944-45 წლებში დაამთავრა საქართველოს კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობის სტუდია. კინოსადმი სიყვარულმა აიძულა იგი სამედიცინო ინსტიტუტის მიტოვება. 1950 წ-დან კი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია.


ოჯახი გვიან ასაკში შექმა, ვინაიდან სიყმაწვილეში წვეულ სიყვარულზე უარის თქმა და ნიშნობის ჩაშლა მოუწია. ჟურნალისტების დასმულ კითხვას, თუ რამ აიძულა ნიშნობის ჩაშლა, მან თავი აარიდა და მხოლოდ ამ მოკლე პასუხით შემოიფარგლა: "არ მინდა ამ თემაზე საუბარი, მან გული მატკინა საშინლად და დღემდე არ ვნანობ ჩემს საქციელს". მისი მეუღლე კი ვინმე თურქი ქართველი, მართლმადიდებლურად მონათლული მუზ-იღლი იყო, რომელთანაც დოდოს შვილი არ გაუჩნდა, თუმცა შვილის ყოლის სურვილი მუდამ ჰქონდა.image
დოდოს კინოდებიუტი 21წლის ასაკში 1946 წელს შედგანიკოლოზ სანაშვილის "დავით გურამიაშვილში". მას მოჰყვა ფილმები: "ჭრიჭინა", "ცისკარა", "ბაში-აჩუკი", "ნინო", "შეწყვეტილი სიმღერა". სიცოცხლის უკანასკნელ წლებშიც არ წყვეტდა სამსახიობო კარიერას. მუშაობდა ახალგაზრდა თაობის მსახიობებთანაც.

1960 წელს მიენიჭა დამსახურებული არტისტის, ხოლო 1976 წელს კი საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 2009 წლის 10 ოქტომბერს კი კინოთეატრ რუსთაველის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა. "ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მაყურებელს ჯერ კიდევ ვახსოვარ და ასე მაფასებს. ისინი ჩემთვის ასე სასიხარულო დღის გასაზიარებლად აქ მოვიდნენ, ყველა მეფერება, მიღიმის"... სეთი ბედნიერი იყო დოდო ვარსკვლავის გახსნის დღეს.image


მისი ცხოვრების გზა იყო ზოგჯერ ფერადი, ზოგჯერ ტკივილებით სავსე, მაგრამ ურყევი რწმენითა და სიკეთით სავსე. მიწისძვრით დანგრეულ სახლში ცხოვრობდა, მაგრამ დახმარებისთვის არავისთვის მიუმართავს. ჭერი თავზე რომ არ ჩამონგრეოდა, სახლს ბოძები შეუყენა. რამდენიმე წელი ლტოლვილებიც კი ჰყავდა შეფარებული იმ ნახევრად ჩამონგრეულ სახლში. image


პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია 2-ემ მას საქართველოს "მშფოთვარე ჭირისუფალი" უწოდა.





იშვიათად, რომ უფალმა ყველა სიკეთე დაგაბერტყოს ადამიანს, დოდო ამის ნათელი მაგალითია.image
"მას წლებმა ვერაფერი დააკლო, პირიქით, თუ უწინ თავისი შავი თვალების მზერით წვავდა ადამიანს, ახლა ეს გამოხედვა ძვლებამდე ატანს"... ასე აფასებენ დოდო ჭიჭინაძეს კოლეგები.


იგი გარდაიცვალა 2009 წლის 4 ნოემბერს, 85 წლის ასაკში.




8
570
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
570
  
2013, 10 ივლისი, 21:13
გვყავდა უფრო სწორად, ახლა ბეგაშვილი ონაშვილი და თოფურია მომწონს
2013, 10 ივლისი, 21:12
ვაა რალამაზი იყო მონიკა ბელუჩიზე ჯოლიზე ლამაზი მსახიობი ქალები გვყავს ქართველებს
2013, 10 ივლისი, 18:06
არაფერი გაქვს საუკაცრავო ჩემო კარგო ;)
2013, 10 ივლისი, 16:44
მე შევცდი, უკაცრავად, გოგი ჭიჭინაძე რატომღაც მისი შვილი მეგონა :(
2013, 10 ივლისი, 15:43
მრავალ წყაროდან მოვიძიე მასალა და დავამუშავე, შვილის ამბები კი არსად იყო არ ვიცი, ვერ გეტყვი ჩემო კარგო, შვილის აყვანა სურდა, მაგრამ პირობების და არამყარი ჯანმრთელობის გამო ვერ მოუხერხდა, ბავშვთა სახლებსაც ხშირად მოინახულებდა ხოლმე.
2013, 10 ივლისი, 15:39
გაიხარე ნანა.
2013, 10 ივლისი, 14:19
მე პირადად ვთვლი, რომ ნამდვილი სილამაზე არის ის, რომელიც რაღაც დოზით მოხუცებულობაშიც ნარჩუნდება. ასეთი იყო სწორედ ქალბატონი დოდო.
რატომღაც მეგონა, რომ შვილი ჰყავდა, უფრო სწორად თითქოს რაღაც მსმენია მის შვილიშვილზე... ალბათ შევცდი.
2013, 10 ივლისი, 14:16
საოცრად კარგია :)
0 1 8