x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508660
ნამდვილი ისტორიები კახელებზე





1)
90-იანი წლებში, 2 კახელი ნარკომანი ჩავიდა თბილისში,
მიიღო ნარკოტიკული საშუალება, ცოტა წამოიღო და კახეთის გზას გამოუდგა. თბილისის გასასვლელში
შენიშნეს, რომ კახელ პაპას “ზაპროროჟეცი“ გაფუჭებოდა და შველას ითხოვდა. ორმა ახალგაზრდამ,
გააჩერა მანქანა და დახმარება შესთავაზეს, რაზეც პაპა სიხარულით დასთანხმდა. გააკეთეს
ბუქსირება და განაგრძეს გზაა. რამოდენიმე კილომეტრი, რომ გაიარეს, მერესედეს, გვერდიდან
გაუსწორდა კაბრიოლეტი, ბმვ, ე.წ “ტროიკა“.


კაიფით
და მუსიკის ბოლო ხმით გაბრუებულმა ბიჭებმა გაიხედეს გვერდით და რას ხედავენ, ავტომობილში
ზიის ორი გოგო და მძღოლის გვერდით მჯდომმა გოგომ, ბიჭებს შუა თითი აჩვენა, რის შემდეგაც,
ბმვ-ს მარკის ავტომობილი მაქსიმალური სისწრაფით მოსწყდა ადგილს. მას არც მერსედესი
ჩამორჩა და შეიქმნა შემდეგი სიტუაცია: გომბორის ტეკიდან, გაიშნიკი ურეკავს ჩალაუბანის
ტეეკს, წინ ბმვ მოდის 220-ით, უკან მერსედესი მოსდევს იგივე სისწრაფით, რომელსაც უკნიდან
ზაპოროჟეცი შუქებსს უნთებს და უსიგნალებს გამიშვით თქვენი დედაო.... ბაკურციხეში, რომ
მივიდნენ მაშინღა გაახსენდათ ნარკომანებს, საბუქსირეზე გამობმული ზაპოროჟეცი და მასში
მჯდომი მოხუცი პაპა, რომელსაც 10 წლის სიცოცხლე მოჰკლებოდა.





2) 90-იან წლებში, როგორც
მოგეხსენებათ ახალი ხილი იყო, ევროპული და ამერიკული ავტომობილები საქართველოში და
ძალიან იშვიათი ადამიანი მოიძებნებოდა, რომელიც უცხოური მარკის ავტომობილით დადიოდა.


ერთ-ერთ
ზაფხულის საღამოს თელავის გასასვლელში, გაიშნიკი აჩერებს მძღოლს, რათა გადაამოწმოს
ნასვამი ხომ არ არის. ჩაასუნთქა პარკში და აღმოჩნდა, რომ მძღოლი ნასვამია. გაიშნიკმა
დაიწყო ოქმის შედგენა, თუმცა არ იცის ავტომობილის მარკა და ეკითხება მძღოლს, რა ქვია
თქვენს ავტომობილს? ენამოსწრებული მძღოლიც არ დაიბნა და უთხრა: ჩემს ავტომობილს იაკ-40
ჰქვიაო. გავიდა რამოდენიმე დღე, თათბირზე წამოდგა
უფროსი და მიმართავს პოლიციელებს, თქვენ მიწაზე ვერ გაგიჩერებიათ მანქანები და პეტრემ
უკვე ჰაერში დაიწყო იაკ-40-ების გაჩერებაო.





3)
90-იანი წლებია, გაი გრიმიტობს არ უშვებს არავის გაუჩერებელს
და დაუჯარიმებელს, მაგრამ ერთი თავსატეხი გაუჩნდა ტრასის პოლიციას. ერთ-ერთი ავტოპარკის
მძღოლები სულ ნასვამები დადიან, თუმცა რამდენიც პოლიეთილენის პარკში ან ჭიქაში ჩაასუნთქებენ
არ აჩვენებს, რომ ნასვამები არიან. ერთ-ერთი გაიშნიკი ძალიან დაინტერესდა, გააჩერა
სატვირთო ავტომობილის მძღოლი და სთხოვა, გეხვეწები მითხარი რას აკეთებთ და 100 მანეთს
მოგცემო. მძღოლს შეეცოდა გაიშნიკი და უთხრა. კლიზმით ვიკეთებთ სასმელს, რომ სიმთვრალე
ვერ დაგვიფიქსიროთო. გაიშნიკს ფერი გადაუვიდა, შეცბუნებულმა შეხედა მძღოლს და უთხრა,
აჰა შენ კიდევ ორასი მანეთი და ეგ სხვაგან არსად აღარ თქვაო. გაიშნიკლის მოქმედებით
დაბნეულმა მძღოლმა ჰკითხა პოლიციელს, რატოვო? ეგ რომ გაიგოს უფროსობამ მარტო პირში ჩასუნვით აღარ დაკმაყოფილდებიან და
სხვა რამესაც მოგვთხოვენო.





6
168
22-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ტარტალიოტა
ტარტალიოტა
168
  
2016, 27 ივლისი, 14:51
იაკ 40 არ მომხდარა კახეთში, სოხუმში მოხდა და ეგ ზუსტად ვიცი, ის პოლიციელი ეხლა ფოთში ცხოვრობს
2013, 9 ივლისი, 0:54
:))))))))))))))
2013, 8 ივლისი, 20:39
საგო მაგარი იყო
2013, 8 ივლისი, 14:07
მიდი დაბლოკეთ კიდე:)))))))))))))))).
0 1 6