x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508660
"ლაღიძის წყალი" - გზა რუსთაველიდან სამებამდე
image4 მაისს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში კაფე "ლაღიძის წყალი" გაიხსნა.
კაფე ტაძრის გალავნის შიდა მხარეს მდებარეობს და მუშაობს ყოველდღე, 10:00-დან 20:00 საათამდე.
"ლაღიძის წყალს" ფეისბუქზე საკუთარი გვერდიც აქვს, რომელმაც სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან უკვე 1000-ზე მეტი მოწონება დაიმსახურა.





image
ამ მოვლენამ მოსახლეობის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ბევრი ამას ანტირელიგიურს უწოდებს და უკვირთ საპატრიარქოს მიერ ამ პროექტის კურთხევა. სხვებს კი სამამულო პროდუქციის მხარდაჭერად მიაჩნია.





image



ასეა თუ ისე, "ლაღიძის წყალი" ნამდვილად მოენატრა თბილისელებს (და არა მარტო თბილისელებს) და ამიერიდან მოსახლეობას საკვირაო და სადღესასწაულო წირვის გარდა, სამებაში წასვლის კიდევ ერთი მშვენიერი მიზეზი ექნება.







ეს კი კაფეს პრეზენტაციის ამსახველი ვიდომასალა:





0
80
1-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0