გუშინ, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, პროექტ "საქართველოს ვარსკვლავი"–ს ფინალი გაიმართა.. სამი ფინალისტი:მარიკო ლეჟავა, ნინა სუბლატი და ნუკა გვალია იბრძოდნენ მოეპოვებინათ საქართველოს ვარსკვავის ტიტული. შთამბეჭდავი გამოსვლების, საოცარი შესრულებული ნომრების ბოლოს, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გამარჯვებული გამოავლინა და "საქართველოს ვარსკვლავი"–ს მეორე გამარჯვებული ნინა სუბლატი გახდა, რომელსაც ორბი ჯგუფისგან სასტუმროს ნომერი გადაეცა ბათუმში, თიბისი ბანკი მას ლონდონში, მუსიკალურ სკოლაში სასწავლებლად გაუშვებს, ხოლო ბილაინის საჩუქარი კი ოქროს დისკია, რომელსაც ნინა ჩაწერს.
ყველაფერი კი სამი თვის წინ ჩატარებული ქასთინგით დაიწყო, სადაც ნინამ ჟიურის ყურადღება პირველივე წუთიდან დაიმსახურა, მისი არაორდინალური ჩაცმის სტილით, გარეგნობით და რაც მთავარია სიმღერის შესრულების მანერით. პირველივე ნახვის დროს უთხრა ჟიურმა, რომ მას ყველაფერი ჰქონდა ვარსკვლავობისთვის. შემდეგ იყო ყოველ ორშაბათს კონცერტები, სხვადასხვა მომღერლების თუ ჟანრის ტური და ნინა ყველა გამოცდას წარმატებით ართმევდა თავს, ის განსაკუთრებულ შეფასებას იღებდა ჟიურისგან, საოცარ ემოციას იწვევდა მსმენელში, იყო აუცაიდერი, ლიდერიც და საბოლოდ მთავარი ტიტული "საქართველოს ვარსკვლავი"–სწორედ ის გახდა.