x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
10 შეცდომა მამაკაცის ჩაცმულობაში
როგორც იქნა მამაკაცები მიხვდნენ, რომ წინდები საზაფხულო ფეხსაცმელებთან და მზის სათვალეები მეტროში ან შენობაში-ეს ცუდია, მაგრამ შეცდომები აქ არ მთავრდება და რამდენიმეს ახლა შემოგთავაზებთ, რომელთაგან თავის არიდება იქნებ თქვენც შეძლოთ...

1. თუ, პერანგი გაცვიათ პიჯაკის გარეშე და ჰალსტუხი გიკეთიათ, ეს ნიშნავს, რომ სახიფათო გზაზე დადიხართ, მაგრამ თუ პერანგი მოკლე მკლავიანია ე.ი. საბოლოოდ აცდით გზიდან. ასეთი ტანდემი მხოლოდ კორპორატიული დრეს-კოდის ტყვეებისთვისაა.image

2. თეთრი ფერი, ზაფხულის მოსვლასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება. თეთრი პერანგი, შარვალი ან მაისური კარგია, მაგრამ მხოლოდ ცალ-ცალკე და არა ერთად.

3.პიჯაკთან ერთად მიღებულია ერთი ტონის მაისურის ხმარება, პრინტიანი( ნახატიანი ან წარწერებიანი) მაისური უბრალოდ სასაცილო იერს მოგანიჭებთ.image


4.უმკლავებო, ანუ რემბო მაისურები გათვლილია სპორტ- დარბაზებისთვის, სადაც თამამად შეგიძლიათ თქვენი ნავარჯიშები სხეულის გამოჩენა, სხვა შემთხვევაში ეს მაისურები საცვლების კატეგორიაში გადის და ამიტომ მათი ჩაცმა, მხოლოდ პერანგის შიგნითაა რეკომენდირებული, მაგრამ, ღმერთმანი, ოღონდ ასე არა. image

5. "შლოპანცები"-ს ჩაცმა შეიძლება მხოლოდ პლაჟზე, აგარაკზე და აუზზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ქალაქში, თუ ძალიან გცხელათ, მაშინ ჩაიცვით სანდლები ან ესპადრელები.image

6.შორტები მაღალყელიან წინდებთან ერთად, რბილად რომ ვთქვათ სასაცილოა, თუ მაინცდამაინც, ჩაიცვით ულტრამოკლე ყელიანი წინდები.image

7.ნებისმიერი საზაფხულო ფეხსაცმელი გათვლილია შიშველ ფეხზე ჩასაცმელად, ამიტომ ეცადეთ ნუ ჩაიცმევთ წინდებს ესპადრელებსა და ტოპ-საიდერებშიც.image


8.ბრიჯები საერთოდ უცნაური რაღაცაა, მაგრამ რადგან არსებობს მას გვერდს ვერ ავუვლით, ეცადეთ ზომიერება დაიცვათ და სასაცილოები არ გამოჩნდეთ.

9.მოკლე შორტები ძალიან ლამაზი სანახავია, მაგრამ მხოლოდ ლამაზ გარუჯულ გოგოზე.მოერიდეთ ასეთ შორტებს, თუ თქვენი მიზანი არაა პუბლიკის შოკში ჩაგდება. image

10.აწეული საყელო პოლოზე ადრე ემსახურებოდა იმას, რომ ჩოგბურთელები და პოლოს მოთამაშეები მწველი მზისგან დაეცვა, მაგრამ ეს ადრე, ახლა კი, ასეთ ფორმაში უხერხული სანახავი იქნებით.

აწეული საყელოიანი მაისურის ტარების უფლება, მხოლოდ ერთ ადამიანს, ერიკ კანტონას აქვს, ის კი დიდი ხანია უკვე პენსიაზეა.image

10
1374
18-ს მოსწონს
ავტორი:ხათოხათო
ხათოხათო
1374
  
2016, 21 მარტი, 9:47
შორტებს ვერ ვიტან, და არც მაცვია, არც ბრიჯები.
2016, 21 მარტი, 9:46
მოკლე მკლავიანი პერანგი რას ნიშნავს? (გზის აცდენა ანუ), რას ნიშნავს?
2016, 21 მარტი, 9:45
ჩაჩაჩული შარვლებს ვერ ვიტან
2016, 20 მარტი, 22:33
ჰოდა ყოჩაღ... ;)
2016, 14 მარტი, 20:22
სიმართლე რომ გითხრათ საერთოდ ვერ ვიტან ნახატებიან ან წარწერებიან მაისურებს და ტანსაცმელს, ძაან ბაშვურად მეჩვენება და იმიტომ
2013, 28 ივნისი, 20:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ხათოხათო-ის კომენტარზე
2013, 28 ივნისი, 20:05
ჰო და ამ დროს რომ იცოდნენ ამ ჩაჩაჩული შარვლების ისტორია ,დარწმუნებული ვარ ნახევარი,თუ უმეტესობა არა,უარს იტყოდა მაშინვე :)))
2013, 28 ივნისი, 20:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ხათოხათო-ის კომენტარზე
2013, 28 ივნისი, 19:58
:D :D რატომ? ლამაზად ჩაცმა სიკვდილის ტოლფასია?
2013, 28 ივნისი, 19:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

წინა კომენტარების ნახვა
0 0 10