x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მამაკაცების "ზე-მაღალი" საშემოდგომო მოდური ტრენდები

მოკლედ, ძალიან მასიურად ვაწყდებით თითქმის ყველა სოცილურ ქსელში ვიდეოებს თუ თემებს, სადაც წლის მიმდინარე სეზონის ახალ კოლექციებზე, ფერთა გამაზე, ვარცხნილობასა და მაკიაჟზეა საუბარი და მანდილოსნებს გვიხარებენ გულებს ყოველი სიახლით, რომელიც ჩვენს ვიზუალსა და იმიჯს ბედნიერებას მატებს, ყოველ სეზონზე ხომ სიახლის წყურვილი იბადება. და ჩნდება კითხვა- "რა დააშავეს მამაკაცებმა"? ვიცი, არის რამოდენიმე ბრენდული ფირმა, რომლებიც მამაკაცის ჩაცმულობაზე ზრუნავს, თუმცა არა ისე ხშირად, როგორც მანდილოსნებზე. მოკლედ, მინდა დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგინოთ ფრანგი დიზაინერების მიერ შექმნილი საშემოდგომო კოლექცია, რომელიც ნაჩვენები იყო პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე 2014 წლის ივნისის თვის ბოლოს. მსოფლიოში ერთ-ერთი უპირველესი და წამყვანი ადგილი უკავია მოდის სამყაროში პარიზს და სწორედ იქაურმა დიზაინერებმა ხაზი გაუსვევს მამაკაცის ფეხსაცმელს-სანდლებს ჭრელ წინდებზე (ნასკი) და შემოდგომის ფერებს, სადაც ასევე დიდი გავლენა იქონია თავსაბურავებმა, ხელთათმანებმა, მცირე აქსესუარმა, ხელჩანთამ, ტანისამოსზე მოხდენილმა ყვავილებისა და სხვადასხვა ფრინველ-მწერების ორნამეტებმა.


მაშ, აღარ დავაყოვნებ და შემოგთავაზებთ მამაკაცების "ზე-მაღალ" საშემოდგომო მოდურ ტრენდებს, რომლის ჩვენებაც 2014 წლის ივნისის ბოლოს პარიზის მოდის კვირეულზე გაიმართა და ძირითადად ცნობილი დიზაინერების Carven, Walter Van Beirendonck, Alibellus, Julius-ის ნაშრომებს წარმოადგენდა.



P.S. სანამ ფოტოკრებულს შემოგთავაზებდეთ, თავს მივცემ უფლებას ჩემი პირადი აზრი მოკლე კრიტიკით შემოვფარგლო- "არ მესმის ასეთი ვითომ ზე-მაღალი მოდური ტრენდების". ახლა კი დატკბით ყველაზე "მამაკაცური", საშემოდგომო კოლექციით:


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



3
147
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
147
  
2014, 29 ოქტომბერი, 0:16
ზე არა. ეს ქვე მოდურია :)
2014, 28 ოქტომბერი, 22:41
რას გავუგებთ ზე მოდურ ხალხს და დიზაინერებს
2014, 28 ოქტომბერი, 22:16
ცისფერებისთვისაა თუ რა არი?
0 1 3