x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ეპოქის დაბრუნება-მოდური ვარცხნილობა 60-იანი წლების სტილში-ვარსკვლავების არჩევანი
60-იანი წლების ეპოქა ბრუნდება: მოდაშია გრაფიკული ნახატები და მინიმალიზმი, მინი-ქვედაბოლოები და ჩექმა-ბოტფორები, კაშკაშა ისრებით დახატული თვალები.

image

60-იანების სტილმა შეაღწია სილამაზის სალონებში და სტილისტები სთავაზობენ ქალბატონებს ტვიგის, ბრიჯიტ ბარდოს და ბობოქარი წლების სხვა ცნობილი ვარცხნილობის გამეორებას.


გეომეტრიული კარე


60-იანი წლები არამარტო სექსუალური რევოლუციის ერად ითვლება, არამედ კოსმიური გარღვევის ეპოქადაც.

ბუნებრივმა, ფუტურისტულმა ინტონაციებმა შეაღწიეს სტილისტების გონებაში და ისინი ქმნიდნენ მინიმალიზმის და ლაკონურობის შედეგებს, მკაცრ მოკლე "ჩოლკას" და თმებს ალაგებდნენ გეომეტრიის კანონების სრული შესაბამისობით. ყველაზე მოკლე ვარცხნილობასაც კი ანიჭებდნენ მოცულობას. გეომეტრიული კარეს პოპულარიზატორი იყო მინი-ქვედაკაბის დიზაინერი მერი კუანტი.

image

გეომეტრიული კარეს თანამედროვე ვარიანტი დაფუძნებულია ასევე სწორ გეომეტრიულ ფორმაზე. თმა შეჭრილია აკურატულად ყოველგვარი ფილირების ან ტალღების გარეშე, ზოგიერთი სტილისტი თმას ასიმეტრიულად ჭრის. თმის სიგრძე ღაწვების ქვევით არ უნდა იყოს, იდეალური ვარიანტია თმის სიგრძე ყურის ბიბილოს გასწვრივ.

მსგავსი ვარცხნილობა უხდება როგორც თხელი, ასევე ხშირი თმის პატრონებს, ასევე ნებისმიერი ფორმის სახეს.

მისი დალაგებაც მარტივია, ვარცხნილობის გალამაზება შეგიძლიათ თავსაფრით ან კაშკაშა სარტყელით. გეომეტრიული კარეს მოყვარული გახლდათ ვიქტორია ბექჰემი და რიანა, ქეით ბოსუორტი და ნიკოლ რიჩი. ვარცხნილობის ხიბლის სრულად გადმოცემა კი ფრანგმა მსახიობმა მარიონ კოტიარმა შეძლო.

image


პიქსი

სიგრძეზე უარის თქმა 60-ანების მთავარი ტენდენცია იყო: მოკლე ქვედაბოლოებთან ერთად აქტუალური გახლდათ ბიჭური ვარცხნილობა. ლეგენდარულმა ტვიგიმ, რომელიც შემდგომ ეპოქის სახედ იქცა, პირველად წარმოადგინა ვარცხნილობა "პიქსი"

( ინგლისურიდან- pixie-რაც სიტყვა-სიტყვით თარგმანში ნიშნავს "ელფს")-გამოწეული საფეთქელი, მაცდუნებელი კეფა, თმის რამდენიმე დაუდევარი რიგი-ქმნიდა შესანიშნავი ახალგაზრდა არსების იერსახეს.

image

სექსუალური ლამაზმანები ჩაანაცვლა მოზარდმა გოგონებმა ანდროგინულ სტილში. და ვარცხნილობა "პიქსი" სწორედ ახალ ესთეტიკას შეესაბამებოდა. სილამაზის ხატებად მიჩნეულმა ქალბატონებმა მია ფეროუმ და ოდრი ჰეპბერნმაც კი გარისკეს და თმის სიგრძე საგრძნობლად დაიმოკლეს.

ბოლო რამდენიმე სეზონია სტილისტებმა და ცნობილმა ქალბატონებმა აიტაცეს საკულტო ვარცხნილობა. ახალგაზრდა ემა უოტსონმა "ჰარი პოტერის" გადაღების შემდეგ ექსტრემალურად მოკლე ვარცხნილობა გაიკეთა. მისი მაგალითი გადაიღეს შარლიზ ტერონმა და ენ ჰეტევეიმ. თავის დროზე "პიქსი" კეიტ მოსის, რიანას, ნიკოლ კიდმანის და მიშელ უილიამსის არჩევანიც გახლდათ.

"დიდი გეტსბის" ვარსკვლავი კერი მალიგანი კი ფილმის გადაღების დაწყებამდე ვერ შეელია ამ ვარცხნილობას.

"პიქსი" პოპულარობის მიუხედავად ყველას არ უხდება. ვარცხნილობას ყურადღება გადააქვს ყელზე, ლავიწზე, ღაწვებზე და სახის ოვალზე-ამიტომ ის სწორი ხაზების, სრულყოფილი ღაწვების და გრძელი, თხელი კისრის მქონე ქალბატონებს უხდებათ.

image
კერი მალიგანი; ემა უოტსონი


მსხვილი კულულები და მოცულობითი თმა

ქალის სილამაზის ახალი სტანდარტების მიუხედავად სტილისტებმა უარი ვერ თქვეს რთულ ვარცხნილობაზე. მოდაში შემოვიდა ექსტრემალურად აჩეჩილი თმა, მოცულობითი კულულები, რომელიც სპეციალური საშუალებებით ფიქსირდებოდა. ზოგჯერ ვარცხნილობა გროტესკულადაც გამოიყურებოდა, მაგრამ ქალბატონებს ძალიან მოეწონათ ახალი ტენდენცია და ზოგიერთები თავზე ნამდვილ პიზის კოშკს აგებდნენ. ასეთი ვარცხნილობის დიდოსტატი ელიზაბეტ ტეილორი გახლდათ. ასევე აფუებული ვარცხნილობის მოყვარული იყო და არის ბრიჯიტ ბარდო.

image


წლევანდელ სეზონზე კვლავ აქტუალურია ასეთი ვარცხნილობა: ჯენიფერ ლოპესი და მარიონ კოტიარი მოცულობითი შინიონის დახმარებით თავზე თმის უზარმაზარ კონას იმაგრებენ, ევა ლონგორია და ბიონსე, როზი ჰანტინგტონ-უაიტლი კულულებს იხვევენ და "ჩოლკას" იჩეჩავენ. ადელი კი ამ ვარცხნილობის დიდი მოყვარულია.

image

მარიონ კოტიარი; როზი ჰანტინგტონ უაიტლი

0
523
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
523
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0