x
image
worldsport.ge
უჰრინმა “შახტარს” პირველად მოუგო

imageდონეცკის “შახტართან” ამხანაგურ მატჩში გამარჯვების (1:0) შემდეგ, თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა განაცხადა, რომ მისმა შეგირდებმა მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარეს. ამის შესახებ თბილისელთა პრესსამსახური იუწყება.
დუშან უჰრინი: “როგორც მოსალოდნელი იყო, რთული და საინტერესო შეხვედრა გამოდგა. მირჩა ლუჩესკუმ, რომელსაც რუმინეთიდან ვიცნობ, გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ათამაშა. მატჩის წინ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ “შახტართან” ადრეც მითამაშია ფრედ, მოგებული არ მქონდა. იმ ფეხბურთელებსაც მივეცით თამაშის შესაძლებლობა, ვისაც წინა შეხვედრაში არ უთამაშიათ და მათი გამოსვლით კმაყოფილი ვარ. მეორე ნახევარი უკეთ ჩავატარეთ. ვაგრძელებთ მუშაობას და მზადებას სეზონისთვის”.
განვლილი მატჩის შესახებ კომენტარი ერთადერთი გოლის ავტორმა, ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომ და მეკარე გიორგი ლორიამაც გააკეთეს.
ჩისკო: “ამხანაგური შეხვედრა იყო, მაგრამ ჩვენთვის მაინც პრინციპული, ვინაიდან “დინამო” დიდი ტრადიციების გუნდია და მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გადის. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს თამაში კარგი იყო კონდიციების ასამაღლებლად. შეკრებაზე ყველაფერი კარგად მიდის და ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩემპიონთა ლიგის მატჩებს მაქსიმალურად მომზადებულნი შევხვდეთ”.
გიორგი ლორია: “სასიამოვნოა “შახტართან” მოგება. რთული თამაში იყო, გვიტევდნენ. კარგია, რომ გატანა შევძელით და არ გავუშვით. ბიჭებმა მონდომებით ითამაშეს”.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0